ბრძანება N 18132
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18132
12 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2025 წლის 15 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2025 წლის 15 ივლისის №96853/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №136-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი არ ეთანხმება სს „----------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლის გაუქმებას და სს „----------“ გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემმოწმებელმა გაითვალისწინა მომწოდებლებზე გადახდილი გარკვეული თანხები, რაც ჯვარედინი შემოწმებითაც დადასტურდა, თუმცა ნაწილი თანხები მაინც მიიჩნია დასაბეგრად. აცხადებს, რომ წარმოდგენილი აქვს პროგრამის ასლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3315 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2025 წლის 24 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3315 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2025 წლის 28 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 114 658 ლარი, მათ შორის გადასახადი 76 438 ლარი, ხოლო ჯარიმა 38 220 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შპს „----------“ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით შპს „----------“ შპს „----------“-ის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 305 754 ლარის ოდენობით. დამატებით წარადგინა ანგარიშის ბარათი (შპს „----------“ და შპს „----------“-ის შორის), რომელიც ადასტურებს დებიტორული დავალიანების წარმოშობას. შესაბამისად, დებიტორული დავალიანების ოდენობით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი ფულის რაოდენობა. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დეკლარირებულ და არადეკლარირებულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული ქვიშა/ღორღის ან/და გაწეული მომსახურების საფასურის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასა და კომპანიის სახელზე არსებული სატვირთო მანქანის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად:
განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
დეკლარირებულ და არადეკლარირებულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული ქვიშა/ღორღის ან/და გაწეული მომსახურების საფასურის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასა და კომპანიის სახელზე არსებული სატვირთო მანქანის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ გაუხდია სადავოდ და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლის გაუქმებას და გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევის საფუძველზე მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემმოწმებელმა გაითვალისწინა მომწოდებლებზე გადახდილი გარკვეული თანხები, რაც ჯვარედინი შემოწმებითაც დადასტურდა, თუმცა ნაწილი თანხები მაინც მიიჩნია დასაბეგრად. აცხადებს, რომ წარმოდგენილი აქვს პროგრამის ასლი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხის შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად:
განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
დეკლარირებულ და არადეკლარირებულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული ქვიშა/ღორღის ან/და გაწეული მომსახურების საფასურის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასა და კომპანიის სახელზე არსებული სატვირთო მანქანის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველი საჩივრით არ გაუხდია სადავოდ და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).