ბრძანება N 10049
📄 სრული ტექსტი
N 10049
30 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 18 აპრილის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 23 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს ,,---------“-ის (ს/ნ --------) №89186/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №001263 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მათ ობიექტზე განხორციელდა შემოწმება ადგილზე და მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის არქონის გამო დააჯარიმეს. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასტუმრომ საქმიანობა დაიწყო 2020 წლის თებერვალში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არ უმუშავია სრული დატვირთვით, ამასთან, არ მიუღიათ საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება ავტორიზებულ ვებგვერდზე და დაჯარიმდნენ პირველად, ითხოვს ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას, რათა კომპანიამ შეძლოს გააგრძელოს თავის საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ ამავე დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №7200 ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 აპრილს სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს ოფიცრების მიერ (მისამართზე --------) განხორციელდა შპს „--------“- ის (ს/ნ ---------) შენობა-ნაგებობების დათვალიერება, რითაც დადგინდა, რომ შპს „---------“- ი (ს/ნ --------) ახორციელებს სასტუმროს მომსახურებას. 2024 წლის 4 აპრილის მდგომარეობით სასტუმრო ფლობს 45 ნომერს 121 საწოლი ადგილით. ამასთან დაკავშირებით მოთხოვნილი იქნა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი, რომელიც შპს „--------“-ის (ს/ნ -) მიერ არ--------- იქნა წარმოდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის 5 აპრილს შედგენილ იქნა №001263 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შპს „--------“-ი (ს/ნ --------) დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.
„მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად:
1.მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;
2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, 100- ან მეტადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს 100- ან მეტადგილიანი სასტუმროს/დასასვენებელი სახლის მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ,,---------“-ის (ს/ნ ---------) მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,1. შპს ,,--------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას, რათა კომპანიამ შეძლოს გააგრძელოს თავის საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ახორციელებს სასტუმროს მომსახურებას. მოთხოვნილი იქნა მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი, , რომელიც შპს-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა :
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი, 33-ე მუხლი;17714;278-ე მუხლი;2341-ე მუხლი;
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი;
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილება;