ბრძანება N 7788
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7788
03 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.:----------------------)
(იურ. მის.:-----------------------)
2026 წლის 12 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -------------) 2026 წლის 12 მარტის №-----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 თებერვლის №001-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილ დანაკარგებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა გაფუჭებული და გადაყრილი საქონელი (მთლიანი მოცულობის 1.5-2%), რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საექსპერტო დასკვნით, ობიექტზე არსებული ვიდეო კამერების საშუალებით და სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისგან ინფორმაციიის გამოთხოვის გზით.
2. არ ეთანხმება ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას სხვადასხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობას და აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა ტრანსპორტირების ხარჯები, შეძენილი ძირითადი საშუალებების ხარჯი და რემონტის ხარჯი, რაზეც წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები. მომჩივანი ასევე ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის დათვლასთან ერთად ხარჯის არაპირდაპირ განსაზღვრასაც.
ზემოაღნიშნული არგუმენტების შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს სადავო საკითხების გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად გავლას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17718 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №001-127 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 22 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 17 დეკემბრის №26514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17718 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 5 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 750 ლარით, მ.შ. გადასახადი 13 166 ლარით და ჯარიმა 6 584 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 10 თებერვლის №001-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 12 სექტემბერს, ქ. ---ი, ---ის ქ. №--ში მდებარე სავაჭრო ობიექტზე (აღნიშნულ მისამართზე შპს „------“ (ს/ნ -------------) აღარ საქმიანობს, სსა და ტერმინალი აღნიშნულ მისამართზე გაუქმებულია 2024 წლის 24 მაისიდან, ხოლო, სასაქონლო ზედნადებით შეძენები აღარ უფიქსირდება 2024 წლის 20 მაისიდან). დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზა ჩაუტარდა შპს „--სგან“ შესყიდულ ახალ გაგრილებულ 68.900კგ. საქონლის ხორცს და 30.700კგ ღორის ხორცს. ექსპერტიზის დასკვნით, გამოსაყენებლად უვარგისი ნაწილები (დანაკარგები) შეადგენდა საქონლის ხორცის შემთხვევაში 17%-ს და ღორის ხორცის შემთხვევაში 7%-ს. შემოწმებით დადგენილია, რომ საექსპერტოდ განკუთვნილი საქონლის ხორცი შესყიდულია შპს „---საგან“ შესყიდვის აქტით, ხოლო ღორის ხორცი შესყიდულია შესყიდვის აქტით 2024 წლის 12 სექტემბერს ფ/პ ----სგან.
შემოწმების მიერ, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ზემოაღნიშნული დასკვნა და ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე მითითებული დანაკარგების გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №---- ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნულის შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე დასკვნაში მითითებული დანაკარგების ოდენობები, რის შესაბამისადაც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით/გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 აგვისტოს №17718 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №17718 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №001-127 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის №26514 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, ხორცის რეალიზაციისას წარმოქმნილი დანაკარგების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ხორცის გამოსავლიანობის თაობაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №17718 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 19 750 ლარით, მ.შ. გადასახადი 13 166 ლარით და ჯარიმა 6 584 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №001-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);