ბრძანება N 17705
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17705
30 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: ---------------------------------)
2024 წლის 12 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 12 ივლისის №23475/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №024-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადამხდელის ჩართულობის გარეშე მისივე შეხედულებისამებრ მოახდინა გადაანგარიშება და მცირედით შეამცირა დარიცხული თანხები, არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და გადამხდელის მოთხოვნა. ითხოვს დარიცხვის თაობაზე ბრძანების გაუქმებას და საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3323 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების სისწორე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 თებერვლის №3323 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 22 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 264 460 ლარი, მათ შორის, გადასახადი 176 301 ლარი, ჯარიმა 88 159 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 21 მაისის №024-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის დეკლარირებული ხელფასების გათვალისწინება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების გაანგარიშების დროს. ასევე, გადაანგარიშების ეტაპზე საკითხის დამატებით შესწავლისას განხორციელდა სალაროში ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს ექსელის ცხრილში აღმოჩენილი ფორმულის ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე დასაბეგრი თანხები შემცირდა 881 578 ლარით. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის დეკლარირებული ხელფასების გათვალისწინება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების გაანგარიშების დროს. ასევე, განხორციელდა სალაროში ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს ექსელის ცხრილში აღმოჩენილი ფორმულის ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხვის თაობაზე ბრძანების გაუქმებას და საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №3323 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №024-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის დეკლარირებული ხელფასების გათვალისწინება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების გაანგარიშების დროს. ასევე, გადაანგარიშების ეტაპზე საკითხის დამატებით შესწავლისას განხორციელდა სალაროში ფულის ნაშთის გაანგარიშების დროს ექსელის ცხრილში აღმოჩენილი ფორმულის ტექნიკური ხარვეზის გასწორება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის მიხედვით ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძველზე დასაბეგრი თანხები შემცირდა . შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);