გადაწყვეტილება №26138/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26138/2/2025
03 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 5.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26138/2/2025).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №227-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24006 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 320 813.93 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 188 184.54
დღგ - 80 826.04
საშემოსავლო გადასახადი - 107 358.50
ჯარიმა - 91 233.42
საურავი - 41 395.97
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი იმპორტირებული ხილის (ძირითადად ბანანის) რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 10.03.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2025 წლის 2 აპრილის №6256 ბრძანება და №227-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11960 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.06.2025 წლის №11960 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 42 634 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №20479 ბრძანება და №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24006 ბრძანებით საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, აღნიშნავს, რომ საქმის ირგვლივ არსებული მასალების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „-------“ 2025 წლის 17 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნას, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 18 სექტემბრის №20479 ბრძანებას და ამავე თარიღის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 18 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 27 და 30 ოქტომბერს.
სადავო აქტების გაცნობასთან დაკავშირებით მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2025 წლის 18 სექტემბერს გაეცნო კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სასაქონლო ზედნადებების გამოწერას და არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში. აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორი/გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, 2025 წლის 14 სექტემბრიდან 2025 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არ შეეძლო 2025 წლის 25 სექტემბრამდე გაცნობოდა სადავო დოკუმენტებს. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცნობის/ჩაბარების თარიღად 2025 წლის 25 სექტემბრის (დირექტორის საქართველოში დაბრუნების თარიღი) ჩათვლას. შესაბამისად, ითხოვს საჩივრების წარმოებაში მიღებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში არ აქვს მითითებული სათანადო არგუმენტები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთება და მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, შპს „-------“-ს საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში გაგზავნილია 2025 წლის 27 ოქტომბერს. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაცნობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, კომპანიის ელ. გვერდზე 2025 წლის 18 სექტემბერს გაეცნო კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სასაქონლო ზედნადებების გამოწერას და არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მესამე პირებთან ურთიერთობისათვის.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გაცნობასთან დაკავშირებით, ითხოვს ცნობად იქნეს მიღებული, რომ 2025 წლის 14 სექტემბრიდან 2025 წლის 25 სექტემბრამდე იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მას, როგორც კომპანიის დირექტორს და საამისოდ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, არ შეეძლო 2025 წლის 25 სექტემბრამდე გაცნობოდა აღნიშნულ დოკუმენტალურ მასალებს და მიეღო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გაცნობის (გადამხდელზე ჩაბარების) ვადად განიხილოს 2025 წლის 25 სექტემბერი, კომპანიის დირექტორის საქართველოში დაბრუნების თარიღი.
აქვე ითხოვს საქმის იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებას, რომ საგადასახადო კოდექსით საჩივრის წარდგენის ვადად განიხილება 30 დღე, ხოლო თუ 30-ე დღე ემთხვევა არა სამუშაო დღეს, ასეთ შემთხვევაში პირველ სამუშაო დღემდე. ყურადსაღებად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ აღნიშნულ პერიოდში კომპანიის დირექტორი არაერთხელ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მთლიანობაში 8 დღე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარს თან ერთვის სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაგადმოკვეთის დანართთან ერთად, საზღვრის კვეთების თარიღების მითითებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
აუდიტის დეპარტამენტი 7.11.2025 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის დასკვნას, 2025 წლის 18 სექტემბრის №20479 ბრძანებას და №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 18 სექტემბერს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის დასკვნის, 2025 წლის 18 სექტემბრის №20479 ბრძანების და №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ბოლო ვადა (30-ე დღე) იყო 18 ოქტომბერი, ხოლო აღნიშნული აქტების თაობაზე შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარდგენილია 2025 წლის 27 და 30 ოქტომბერს, შესაბამისად, ირკვევა, რომ დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, 2025 წლის 18 სექტემბერს გაეცნო კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სასაქონლო ზედნადებების გამოწერას და არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში. კომპანიის დირექტორი, 2025 წლის 14 სექტემბრიდან 2025 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდში, იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არ შეეძლო 2025 წლის 25 სექტემბრამდე გაცნობოდა სადავო დოკუმენტებს. ითხოვს, რათა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გადასახადის გადამხდელის მიერ გაცნობის/ჩაბარების თარიღად ჩაითვალოს 2025 წლის 25 სექტემბერი (დირექტორის საქართველოში დაბრუნების თარიღი). ამასთან, დანართის სახით წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 27.10.2025 წელს გაცემულ ცნობას, დირექტორის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები/პოზიციები წარმოადგინა და არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტი ანდა მტკიცებულება, რაც სადავო აქტების კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრების შეუძლებლობას დაადასტურებდა.
მომჩივნის არგუმენტი, რომ სადავო აქტებს გაეცნო (ჩაბარდა) კომპანიის თანამშრომელი და არა დირექტორი, ვერ მიიჩნევა გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ არგუმენტს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობის დასაბუთება.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების, გასაჩივრების ვადის აღდგენის და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გაცნობის ვადად განიხილოს 2025 წლის 25 სექტემბერი, კომპანიის დირექტორის საქართველოში დაბრუნების თარიღი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი იმპორტირებული ხილის რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 10.03.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 42 634 ლარით, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 სექტემბრის №20479 ბრძანება და №227-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2025 წლის №24006 ბრძანებით საჩივრები, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების, გასაჩივრების ვადის აღდგენის და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.