შაქრის ნედლეულის საწარმოო დანაკარგი
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება № 3374
29 ივნისი 2011
შაქრის ნედლეულის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ
,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მყარ მდგომარეობაში მყოფი შაქრის ნედლეულის დახურულ საწყობში შენახვისას საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს თვეში 0.031%-ს ოდენობით.
2. შაქრის ნედლეულის ვაგონებიდან გადმოტვირთვისა და ტარის გარეშე შიდა საქარხნო ტრანსპორტირების დროს საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 0.139%-ს ოდენობით.
3. შაქრის ნედლეულის გადამუშავებისას საწარმოო ტექნოლოგიური დანაკარგი განისაზღვროს 1.581%-ს ოდენობით.
4 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ჯამბულ ებანოიძე
სამსახურის უფროსი