გადაწყვეტილება №18629/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 17.02.2023
№ დოკუმენტი 18629/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№18629/2/2023

17.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----------“ (პ/ნ ---------------------)

მოპასუხე:: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------ს 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18629/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №090-230 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33844 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე, მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №090-230 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა წარდგენილია 2022 წლის ქონების გადასახადის პროგრამული დარიცხვის თაობაზე. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ქონების გადასახადის დაზუტებული ნულოვანი დეკლარაცია და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებულია შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებულია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადი და მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №090-230 საგადასახადო მოთხოვნის მომჩივნისთვის წარდგენის საფუძვლები აღარ არსებობს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დავის საგანი და საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე, მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №090-230 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33844 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებულია 2022 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადი და მომსახურების დეპარტამენტის 2.11.2022 წლის №090-230 საგადასახადო მოთხოვნის მომჩივნისთვის წარდგენის საფუძვლები აღარ არსებობს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დავის საგანი და საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 205 (13). 301 (დ)