გადაწყვეტილება №20111/2/2023
📄 სრული ტექსტი
№20111/2/2023
20 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 29.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20111/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №507 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10495 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა, 27.09.2021 წელს, 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს, ელექტრონულად წარადგინა 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები.
აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შესაბამისად, 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის, და ოქტომბრის თვეების დღგ-ის საანგარიშო პერიოდები (რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ 29.09.2021 წელს, 16.12.2021 წელს და 12.01.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია დაზუსტებული დეკლარაციები) შესწავლილი და ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის შედეგებიც გადატანილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. ასევე ირკვევა, რომ ზემოხსენებული ანგარიშფაქტურები გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდგომ.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებულია 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი საკითხები, რაც მოიცავს ზემოხსენებულ საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციები (2019 წლის დეკემბრის №"-------", 2020 წლის თებერვლის №"-------", სექტემბრის №"-------"და ოქტომბრის №"-------") არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 1.02.2022 წლის №2279 ბრძანება და მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციების (№"-------", №"-------", №"-------"და №"-------") გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2022 წლის №2279 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს წარმოდგენილ 2019 წლის დეკემბრის (№"-------") და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმულია ი/მ "-------"-ის (პ/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ეა- №"-------"და ეა- №"-------". ასევე, ამავე დეკლარაციებში ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლები. გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილია ზემოთ აღნიშნული ანგარიშფაქტურების (ეა- №"-------"და ეა- №"-------") სიყალბე. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის (№"-------") და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
გადასახადის გადამხდელის მიერ 27.09.2021 წელს წარდგენილ 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე (№"-------") მიბმულია შპს "N1 -ის " (ს/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა- №"-------"(ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის ნაწილებზე). ამავე დეკლარაციაში ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლა. შპს N1-ის (ს/ნ "-------") შესაბამისი საქონლის მიწოდებაზე სასაქონლო ზედნადები არ აქვს გამოწერილი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღნიშნული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ 27.09.2021 წელს წარმოდგენილი 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია (№"-------") არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
გადასახადის გადამხდელის მიერ 11.01.2022 წელს წარმოდგენილ 2020 წლის სექტემბრის თვის დღგის დეკლარაციაში (№"-------") მის მიერ შემოწმებამდე წარმოდგენილ პირველად დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დეკლარაციით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში. აქედან გამომდინარე, 11.01.2022 წელს წარმოდგენილი 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (№"-------") არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №507 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციების (№"-------", №"-------", №"-------"და №"-------") გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №507 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10495 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და იმ გარემოებებზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გგპაბ-ზე ასახვა.
აღნიშნულთან მიმართებით 29.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები. კერძოდ:
- გადამხდელის მიერ 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს წარდგენილ 2019 წლის დეკემბრისა (№"-------") და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმულ იქნა ი/მ "-------"-ის (პ/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ეა- №"-------"და ეა- №"-------". ამავე, დეკლარაციებში ზემოთ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილია ზემოთ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა- № და ეა- №"-------") სიყალბე.
აქედან გამომდინარე გადამხდელის მიერ 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს წარმოდგენილ 2019 წლის დეკემბრისა (№"-------") და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
- გადამხდელის მიერ 27.09.2021 წელს წარმოდგენილ 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე (№"-------") მიბმული იქნა შპს N1-ის (ს/ნ "-------") მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა- №"-------"(ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის ნაწილებზე). ამავე დეკლარაციაში ზემოთ აღნიშნული ანგარიშფაქტურის საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლა. აღსანიშნავია, რომ შპს N1-ის (ს/ნ "-------") შესაბამისი საქონლის მიწოდებაზე სასაქონლო ზედნადები არ აქვს გამოწერილი.
ასევე, გადამხდელის მხრიდან აღნიშნული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, გადამხდელის მიერ 27.09.2021 წელს წარმოდგენილი 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია (№"-------") არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
- გადამხდელის მიერ 11.01.2022 წელს წარმოდგენილ 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში (№"-------") მის მიერ შემოწმებამდე წარმოდგენილ პირველად დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დეკლარაციით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილი შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში. აქედან გამომდინარე 11.01.2022 წელს წარმოდგენილი 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (№"-------") არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის საკითხი. დასკვნაში აღნიშნულია ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა, შესაბამისად შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება მართლზომიერადაა განხორციელებული.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების შემდეგ კომპანიის დირექცია გაეცნო შემოწმების შედეგებს, გაარკვია ჯარიმების მიზეზი და დაადგინა, რომ არ ჰქონდა მიღებული და ასახული ისეთ ოპერაციები, რომლებიც შესრულებულია და დოკუმენტირებული არ არის. ამიტომ, კომპანიამ მოითხოვა შესაბამისი კომპანიებიდან ანგარიშფაქტურების გამოწერა, მიიღო და ჩათვლის მიზნით დააზუსტა დეკლარაციები, შედეგი ანგარიშფაქტურებით:
2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 109 433 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმება, 15 333,19 ლარის დღგ-ის ჩათვლა (ეა- "-------"; ეა-"-------").
2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 23 982,2 ლარის ავანსი და 2 932,17 ლარის დღგ-ის (ეა-"-------") ჩათვლა.
2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 53 469,26 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის შემცირება და მხოლოდ ეა-74 0656143-ის 26 734,75 ლარის შესაბამისი დასაბეგრი რეალიზაცია, რადგან შესრულება მხოლოდ ეს იყო
2020 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 6 903,72 ლარის დღგის (ეა-"-------") ჩათვლა.
2019 წლის დეკემბრისა ("-------") და 2020 წლის ოქტომბრის ("-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმული ი/მ "-------"-ის (პ/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურების ეა-"-------"და ეა-"-------"სიყალბე არ არის დადგენილი, სამუშაო შესრულებულია, ბინები გაყიდულია.
2019 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში ასახულია 109 433 ლარის დასაბეგრი რეალიზაციის გაუქმება, 15 333,19 ლარის დღგ-ის ჩათვლა (ეა-"-------"; ეა-"-------"). ხოლო ანგარიშ-ფაქტურის ეა-"-------" შპს N2 (ს/ნ "-------") ჩათვლის საკითხი არ არის განხილული და არც ბარათზე ასახული.
მომწოდებელს წარდგენილი აქვს ანგარიშ-ფაქტურა, თანხის გადახდის დოკუმენტი, კორპუსში ლიფტი მუშაობს, შპს N1-ის (ს/ნ "-------") ბიუჯეტში ჩარიცხული აქვს ეა-"-------" ანგარიშფაქტურის კუთვნილი დღგ. სასაქონლო ზედნადები დღგ-ის ჩათვლის საფუძველს არ წარმოადგენს.
უნდა გაუქმდეს №10495 ბრძანება და დაზუსტებული დეკლარაციები უნდა აისახოს გადასახადის გადამხდელის ბარათზე, რაც გამოიწვევს დავალიანების შემცირებას და კომპანია შეძლებს გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი. უნდა დაინიშნოს აუდიტორი, რათა გადასახადის გადამხდელმა შეძლოს კუთვნილი გადასახადის სწორად განსაზღვრა და დაფარვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად:
1. თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
2. შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, თუ იგი საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ამ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე.
3. იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
საქმის გარემოებებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №3905 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად 31.05.2021 წელს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. მომჩივნის მიერ 27.09.2021 წელს, 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს ელექტრონულად წარდგენილია 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები.
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2022 წლის №2279 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის მიხედვით 2019 წლის დეკემბრის (№"-------") და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმულია ი/მ "-------"-ის (პ/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ეა- №"-------"და ეა- №"-------". გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილია ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების (ეა- №"-------"და ეა- №"-------") სიყალბე. 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე (№"-------") მიბმულია შპს N1-ის (ს/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა- №"-------"(ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის ნაწილებზე). შპს N1-ის (ს/ნ "-------") შესაბამისი საქონლის მიწოდებაზე სასაქონლო ზედნადები არ აქვს გამოწერილი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღნიშნული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის. 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში (№"-------") მის მიერ შემოწმებამდე წარმოდგენილ პირველად დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დეკლარაციით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი აღნიშნავს რომ,უნდა გაუქმდეს №10495 ბრძანება და დაზუსტებული დეკლარაციები უნდა აისახოს გადასახადის გადამხდელის ბარათზე.ასევე უნდა დაინიშნოს აუდიტორი, რათა გადასახადის გადამხდელმა შეძლოს კუთვნილი გადასახადის სწორად განსაზღვრა და დაფარვა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა, 27.09.2021 წელს, 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს, ელექტრონულად წარადგინა 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციები.
კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარაციის დაზუსტების მეშვეობით სურს იმ ანგარიშ-ფაქტურების ასახვა და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდა, რაც არ მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. ასევე ირკვევა, რომ ზემოხსენებული ანგარიშფაქტურები გამოწერილია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შემდგომ.
ამ ეტაპზე კომპანიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებულია 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი საკითხები, რაც მოიცავს ზემოხსენებულ საკითხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციები (2019 წლის დეკემბრის №"-------", 2020 წლის თებერვლის №"-------", სექტემბრის №"-------"და ოქტომბრის №"-------") არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 28.01.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 1.02.2022 წლის №2279 ბრძანება და მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციების (№"-------", №"-------", №"-------"და №"-------") გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2022 წლის №2279 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი/დაზუსტებული დეკლარაციების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს წარმოდგენილ 2019 წლის დეკემბრის (№01LH9590407) და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციებზე მიბმულია ი/მ "-------"-ის (პ/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ეა- №"-------"და ეა- №"-------". ასევე, ამავე დეკლარაციებში ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლები. გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილია ზემოთ აღნიშნული ანგარიშფაქტურების (ეა- №"-------"და ეა- №"-------") სიყალბე. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ 15.12.2021 წელს და 11.01.2022 წელს წარმოდგენილი 2019 წლის დეკემბრის (№"-------") და 2020 წლის ოქტომბრის (№"-------") თვეების დღგ-ის დეკლარაციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
გადასახადის გადამხდელის მიერ 27.09.2021 წელს წარდგენილ 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე (№"-------") მიბმულია შპს "N1 -ის " (ს/ნ "-------") მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ეა- №"-------"(ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის ნაწილებზე). ამავე დეკლარაციაში ზემოთ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის საფუძვლით გაზრდილია დღგ-ის ჩათვლა. შპს N1-ის (ს/ნ "-------") შესაბამისი საქონლის მიწოდებაზე სასაქონლო ზედნადები არ აქვს გამოწერილი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მხრიდან აღნიშნული საქონლის შეძენასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ 27.09.2021 წელს წარმოდგენილი 2020 წლის თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაცია (№"-------") არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
გადასახადის გადამხდელის მიერ 11.01.2022 წელს წარმოდგენილ 2020 წლის სექტემბრის თვის დღგის დეკლარაციაში (№"-------") მის მიერ შემოწმებამდე წარმოდგენილ პირველად დეკლარაციასთან შედარებით გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. დეკლარაციით წარმოდგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გათვალისწინებულია 31.05.2021 წელს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგებში. აქედან გამომდინარე, 11.01.2022 წელს წარმოდგენილი 2020 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია (№"-------") არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №507 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2021 წლის №9305 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე კამერალური საგადასახადო შემოწმებით მოცულ საანგარიშო პერიოდებზე დამატებით ელექტრონულად წარდგენილი 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის თებერვლის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციების (№"-------", №"-------", №"-------"და №"-------") გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.
აუდიტის დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №507 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10495 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხი შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 15.07.2022 წლის №18651 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
69(3).