ბრძანება N 3117
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3117
20.02.2023
შპს „-----“-ის (ს/ნ ------)
(მის.: ქ. -------------------)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ ------) №10330/21-11 საჩივარი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №21-11/115320 გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაასხვისა შპს „-----“(ს/ნ ------) 2017 წელს. ლიცენზიის გასხვისების დროს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება სრულად გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 7 დეკემბერს შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ მომსახურების დეპარტამენტში წარდგენილია განცხადება №--------/21 (----------), სადაც ითხოვს 2017 წლის 16 ნოემბრის შემდგომ პერიოდზე მოსაკრებელში სავარაუდოდ დარიცხული თანხების შემცირებას.
საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2020 წლის 9 დეკემბრის №-------21-11 და 2021 წლის 23 აპრილის №-------21-11 დასკვნების საფუძველზე შპს „-----“-ის (ს/ნ ------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა სავარაუდო დარიცხვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანების 221 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ლიცენზიაზე №------- 2017-2020 წწ პერიოდზე, ვინაიდან საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით, პირს გააჩნდა აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის (კვარცმინდვრისშპეტიანი ქვიშა) მოპოვების ლიცენზია №------- (რომელიც წარმოადგენს №------- ლიცენზიის ადგილმონაცვლეობას), ხოლო 2017-2020 წწ საანგარიშო პერიოდზე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ ჰქონდა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” 2010 წლის 31 დეკემბრის საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გაანგარიშება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის №----/ს ბრძანების საფუძველზე, შპს „-----“ (ს/ნ ------) გაცემული №-------- ლიცენზია საკუთრებაში მთლიანად გადაეცა შპს „-----“ (ს/ნ ------). შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №-----21-11 დასკვნის საფუძველზე შპს „-----“ (ს/ნ ------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა 2018-2020 წწ პერიოდებზე.
2022 წლის 8 დეკემბერს შპს „-----“ (ს/ნ ------) მიერ წარმოდგენილია განცხადება №---------/21 (240406), სადაც ითხოვს 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე მოსაკრებელში სავარაუდოდ დარიცხული თანხების მართლზომიერების შესწავლას.
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით (#22/9655), 2017 წლის 16 ნოემბერს შპს „-----“ (ს/ნ ------) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №---- ლიცენზია მთლიანად გადასცა შპს „-----“ (ს/ნ ------). ლიცენზია მოქმედი იყო არასრული წელი - 11 თვე. ლიცენზიის გაუქმების თვე ითვლება სრულ თვედ. შესაბამისად, მოსაკრებელი დასარიცხია 6804,42 (7423/12*11) კუბ. მეტრ რესურსზე. ხოლო დასარიცხი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს - 1360.90 ლარს (6804,42 *0,2). განაკვეთით 1 მ 3 -0,2 ლ. ვინაიდან 2017 წელი განეკუთვნება საგადასახადო ხანდაზმულობით მოცულ პერიოდს, დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენა ვერ განხორციელდა.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №-------21- 11 დასკვნის საფუძველზე შპს „----“ (ს/ნ -----) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე სხვაობით შეუმცირდა სავარაუდო დარიცხვა: 15.01.2018 წლის სავადო თარიღით შემცირებულია 3835.2 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესახებ გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №21-11/------- წერილით კომუნიკატორის სერვისით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „-----“ (ს/ნ ------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხულია სავარაუდო 1360.90 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გაანგარიშება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება კანონშესაბამისია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.