ბრძანება N 21586

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2025
№ დოკუმენტი 21586
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21586

07 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------------;

იურ.მის.: -------------------------------)

2025 წლის 15 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის (ოქმი №81) სხდომაზე განიხილა ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) 2025 წლის 15 სექტემბრის №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №053-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არასწორად არის განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ხე-მასალის რეალიზაციაზე განსაზღვრულ ფასნამატს. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ განსაზღვრულმა ფასნამატმა 2021 წელს შეადგინა 85%, 2022 წელს 80%, 2023 წელს 113%, 2024 წელს 113, 2025 წელს კი 113%, რაც არასწორი და დაუსაბუთებელია. აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს გონივრულ ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 2 ივნისის №11193 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 7 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ ------------ს (ს/ნ -------------------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 17 542 ლარით, მათ შორის, გადასახადი 11 700 ლარით და ჯარიმა 5 842 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 აგვისტოს №053-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების და ინვოისის მიხედვით დგინდება, რომ №----- საბაჟო დეკლარაციით (ინვოისის თარიღია 2020 წლის 30 დეკემბერი) შეძენილია 45 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ასახული ჰქონდა 2020 წლის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთში. შემოწმებით კი აღნიშნული მასალა ჩართულ იქნა 2021 წლის შეძენებში, რადგან დეკლარაცია გაფორმებულია 2021 წლის 6 იანვარს. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით 2021 წლის შეძენებიდან ამოღებულ იქნა 2020 წლის 30 დეკემბრის ინვოისით შეძენილი მასალა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემცირდა 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების და საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით 2021 წელს სმფ-ების საწყისი ნაშთი შეადგენს 257 890 ლარს (დღგ-ს გარეშე), აღნიშნული ნაშთი ასევე დაფიქსირებულია 2020 წელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაშიც (სმფ-ების საბოლოო ნაშთად). გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ვერ დგინდება განსხვავებული ნაშთი, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

. საგადასახადო შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს როგორც დღგ-ის ასევე წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. მეწარმეს 2021 წლის მაისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აგვისტოში დეკლარირებული აქვს დანაკლისი (აღნიშნული დგინდება წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით), დანაკლისი ასევე ასახულია 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დანაკლისი გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას.აღნიშნულიდან გამომდინარე აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ ექვემდებარება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 25 სექტემბერს --:-- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2021 წლის მაისში, 2022 წლის მარტსა და 2022 წლის აგვისტოში დეკლარირებული ჰქონდა დანაკლისი, აღნიშნული დგინდება საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, დანაკლისი ასევე ასახულია 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დანაკლისი გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას. აღნიშნულიდან გამომდინარე აქტით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

ამასთან, გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2021 წლის შეძენებიდან ამოღებულ იქნა 2020 წლის 30 დეკემბრის ინვოისით შეძენილი მასალა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემცირდა 2021 წლის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიცია საფუძველს მოკლებულია.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრას.

2.შემოწმების მიერ ხე-მასალის რეალიზაციაზე განსაზღვრულ ფასნამატს

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №11193 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. კერძოდ მომჩივანს პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა,შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

ხოლო, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №11193 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 17 542 ლარით, მათ შორის, გადასახადი 11 700 ლარით და ჯარიმა 5 842 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №053-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 30(21);