N 431 - 04/09/2019 - „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 431
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №431

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 200250000.10.003.016653) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსზ-ის ტერიტორიაზე ორგანიზატორს უფლება აქვს, მოაწყოს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო საწყობი (შემდგომში – საწყობი), რომელიც წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე