ბრძანება N 2547
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2547
06 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ --------ის (ს/ნ ----------------)
(მის.: --------------------------------)
2026 წლის 8 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა ფ/პ --------ის (ს/ნ ----------------) №------/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 დეკემბრის №081-324 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ არგუმენტი/პოზიცია საჩივარში არ აქვს მითითებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 ივნისის №11282 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 სექტემბრის №081-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 14 და 30 აპრილის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ --------ის (ს/ნ ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 ივნისის №11282 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 3 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 84 118 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 9 დეკემბრის №081-324 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა ფ/პ --------ის (ს/ნ ----------------) მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები. აღნიშნულის გათვალისწინებით შეიცვალა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ახალ თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 7 მაისი.
. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის შესწავლა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით არ ფიქსირდება იჯარის ან რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულის გარდა, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი კომერციული ფართების სურათებიდან ირკვევა, რომ ის ჯერ კიდევ სარემონტოა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომერციული ფართების/სარდაფის ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემცირებულ იქნა, როგორც 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული დღგ, ასევე, კომერციული ფართების/სარდაფის რეალიზაციის შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ --------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №11282 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №081-170 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 14 და 30 აპრილის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ 2020-2021 წლებში რეალიზებული საცხოვრებელი ბინების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.ასევე გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს კომერციული ფართების/სარდაფის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი და თუ არ დადასტურდება რეალიზაციამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, აღნიშნულის საფუძვლით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირება.
შემოსავლების სამსახურის №11282 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 3 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 84 118 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-324 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);