გადაწყვეტილება №6188/2/2018; №7023/2/2018-2
📄 სრული ტექსტი
N6188/2/2018
N7023/2/2018
29.05.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, .2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ს --.--.2018 წელს და --.--.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე.
დავის საგანი:
ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის --.--.2018 წლის №----- ბრძანება;
დარიცხული თანხა: 493720,01 ლარი (--.--.2017 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა)
მათ შორის:
დღგ - 46963 ლარი.
მოგების გადასახადი - 207850 ლარი
ქონების გადასახადი - 108 ლარი.
ჯარიმა - 127461 ლარი.
საურავი - 111338,01 ლარი.
დარიცხული თანხა: 641485,1 ლარი (--.--.2018 წლის №------ საგადასახადო მოთხოვნა)
მათ შორის:
დღგ - 134442 ლარი.
მოგების გადასახადი - 174676 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 15742 ლარი.
ჯარიმა - 170160 ლარი.
საურავი - 146465,1 ლარი.
პროცედურული გარემოებები
მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების --.--.2017 შუალედური და --.--.2018 აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა --.--.2014 წლიდან --.--.2017 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის --.--.2017 წლის №----- ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის --.--.2018 წლის №------ ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა.
შუალედური აქტის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.
საბოლოო აქტის შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის --.--.2018 წლის №----- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.
შუალედური აქტის შედეგები გასაჩივრდა საბჭოში --.--.2018 წელს, ხოლო საბოლოო აქტის შედეგებზე საჩივარი წარმოდგენილია საბჭოში --.--.2018 წელს.
სადავო საკითხი:
ერთობლივი შემოსავლის გაზრდა;
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმების მსვლელობისას გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალსა და შემოწმებით დადგენილ ერთობლივ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა. სხვაობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს წინა საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის იანვრისა და თებერვლის თვეში დაფიქსირებული განთავისუფლებული ბრუნვები, რომელიც არ ემთხვევა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას იგივე თვეებთან დაკავშირებით.
შემოწმების შედეგად განთავისუფლებულ ბრუნვებს შორის სხვაობით გაიზარდა 2014 წლის ერთობლივი შემოსავალი 118 549 ლარით. აღნიშნულის გარდა, ერთობლივ შემოსავალში მიღებული სხვაობები გამოწვეულია გადამხდელის მიერ დეკლარაციის არასრულყოფილად შევსების გამო, კერძოდ სალდირებული მონაცემების გამოყენების მიზეზით.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სსკ-ის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე და მიაკუთვნოს ისინი იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
სსკ-ის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან წინა საგადასახადო შემოწმების შედეგებით დადგენილია 2014 წლის იანვრისა და თებერვლის გადასახადის დღგ-ის განთავისუფლებულ ბრუნვები, მართებულია აღნიშნული შემოწმებით დადგენილი მონაცემების ერთობლივ შემოსავალში ჩართვა. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა 2014 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ისარგებლა 2014 წელს ჩატარებული შემოწმებით დადგენილი მონაცემებით, რომელიც 2014 წლის შემოწმებისას აუდიტორმა აწარმოა არა მოგების გადასახადის გაანგარიშების არამედ დღგ-ს გაანგარიშების მიზნით. 2014 წელს აუდიტორი ვერანაირად ვერ განახორციელებდა 2014 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშებებს ვინაიდან აღნიშნული გადასახადი ითვლება მხოლოდ წლის ჭრილში. გამომდინარე აქედან 2017 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას აუდიტორი ვალდებული იყო სრულად შეემოწმებინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია და შეემოწმებინა მისი სიზუსტე სრული წლის მონაცემებიდან გამომდინარე.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ არგუმენტაციისათვის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის გამოყენებას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა სწორად და დროულად ასახა შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე და მიაკუთვნა იმ პერიოდს რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამასთან, ერთად გადასახადის გადამხდელმა სრულად აღრიცხა მის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული ყოფილიყო კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე და ეს ყველაფერი ისე გააკეთა რომ მოგების გადასახადის წარდგენის დროს მოგების გადასახადი გაიანგარიშა სწორად. სწორედ რომ ამ გარემოებაზე აკეთებს აქცენტს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის როდესაც ხაზს უსვამს სწორ და დროულ აღრიცხვას. გამომდინარე იქედან, რომ „დროული აღრიცხვა“ ძალიან სუბიექტური ცნებაა კანონმდებლობისთვის მნიშვნელოვანია რომ დროულად აღრიცხული იყოს ისე რომ გადასახადის დეკლარირების დროისათვის სწორად იყოს შესაძლებელი მისი გაანგარიშება.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუდიტორმა არ მიუთითა თუ კონკრეტულად რომელი განხორციელებული ოპერაციასთან დაკავშირებით შეცვალა მან მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადი და უბრალოდ არაარგუმენტირებული ცვლილება განახორციელა წარდგენილ მონაცემებში. წერილს დანართად ერთვის შემოსავლების და ხარჯების დეტალური გაშიფვრა, რომლის შესაბამისადაც უნდა მოხდეს მოგების გადასახადის გაანგარიშება. მომჩივანი ითხოვს არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენას თუ კონკრეტულად რომელ პოზიციას არ ეთანხმება აუდიტორი და კერძოდ რომელმა განხორციელებულმა ოპერაციებმა და რა მოცულობით გამოიწვია მონაცემებში ცვლილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმების მსვლელობისას გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალსა და შემოწმებით დადგენილ ერთობლივ შემოსავალს შორის გამოვლინდა სხვაობა. სხვაობის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს წინა საგადასახადო შემოწმების აქტში დღგ-ის იანვრისა და თებერვლის თვეში დაფიქსირებული განთავისუფლებული ბრუნვები, რომელიც არ ემთხვევა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას იგივე თვეებთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგად განთავისუფლებულ ბრუნვებს შორის სხვაობით გაიზარდა 2014 წლის ერთობლივი შემოსავალი 118 549 ლარით. აღნიშნულის გარდა, ერთობლივ შემოსავალში მიღებული სხვაობები გამოწვეულია გადამხდელის მიერ დეკლარაციის არასრულყოფილად შევსების გამო, კერძოდ სალდირებული მონაცემების გამოყენების მიზეზით.
მომჩივნის განმარტებით, აუდიტორმა 2014 წლის მოგების გადასახადის გაანგარიშებისას ისარგებლა 2014 წელს ჩატარებული შემოწმებით დადგენილი მონაცემებით, რომელიც 2014 წლის შემოწმებისას აუდიტორმა აწარმოა არა მოგების გადასახადის გაანგარიშების არამედ დღგ-ს გაანგარიშების მიზნით. გამომდინარე აქედან 2017 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმებისას აუდიტორი ვალდებული იყო სრულად შეემოწმებინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია და შეემოწმებინა მისი სიზუსტე სრული წლის მონაცემებიდან გამომდინარე. მომჩივანი ითხოვს არგუმენტირებული დასაბუთების წარდგენას თუ კონკრეტულად რომელ პოზიციას არ ეთანხმება აუდიტორი და კერძოდ რომელმა განხორციელებულმა ოპერაციებმა და რა მოცულობით გამოიწვია მონაცემებში ცვლილება.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, შემოწმება დაეყრდნო წინა შემოწმების მონაცემებს, რომელიც მომჩივნის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული და შესაბამისად, აღნიშნულში ეჭვის შეტანის საფუძველი შემოწმებას არ ჰქონდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განისაზღვრა წინა საგადასახადო შემოწმების შედეგებით დადგენილი 2014 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დღგ-ის განთავისუფლებული ბრუნვების საფუძველზე ერთობლივ შემოსავალში ჩასართავი მონაცემები, მომჩივნის არგუმენტაცია დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით,გადაწყვიტა:
1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.