ბრძანება N 8409
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8409
08 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: ---------------------------)
2026 წლის 19 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 აპრილის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) 2026 წლის 19 მარტის №----/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 თებერვლის №085-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების განაწილებულ დივიდენდად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილია დირექტორის ---ში მივლინების დროს დირექტორის საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ორი ცალი ელ. ბილეთი და ბილეთების საბაზრო ფასების დამადასტურებელი რეესტრი. შედეგად, ითხოვს ---ში მივლინების დროს გაწეული ფრენის ხარჯების დოკუმენტების გათვალისწინებას და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზის შემცირებას წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ივლისის №15959 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან, კერძოდ, მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ივლისის №15959 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 17 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 2 080 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 386 ლარი, ჯარიმა 693 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 თებერვლის №085-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით დირექტორის საზღვრის გადაკვეთა-კვეთის შესახებ ცნობა შსს-დან, მივლინების დროს სადღეღამისო ხარჯებისათვის დაქირავების ხარჯების რეესტრი (ნორმის ფარგლებში) და ----ში მივლინების მგზავრობის ხარჯის რეესტრი (ექსელის ვერსია, ფრენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი), ასევე მივლინების ბრძანებები. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა სადღეღამისო ხარჯები, შესაბამისად, გაცემული დივიდენდი შემცირდა 5 816 ლარით. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა გაცემულ დივიდენდზე დარიცხული მოგების და საშემოსავლო გადასახადები და კუთვნილი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილ იქნა მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით დირექტორის საზღვრის კვეთის შესახებ ცნობა შსს-დან, მივლინების დროს სადღეღამისო ხარჯებისათვის დაქირავების ხარჯების რეესტრი (ნორმის ფარგლებში) და ---ში მივლინების მგზავრობის ხარჯის რეესტრი, ასევე მივლინების ბრანებები. გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა სადღეღამისო ხარჯები, რის შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების განაწილებულ დივიდენდად განხილვას.ითხოვს მივლინების დროს გაწეული ფრენის ხარჯების დოკუმენტების გათვალისწინებას და მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დასაბეგრი ბაზის შემცირებას წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის №15959 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი. კერძოდ მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.ხოლო დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №15959 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 2 080 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 386 ლარი, ჯარიმა 693 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №085-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);