გადაწყვეტილება №26632/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.03.2026
№ დოკუმენტი 26632/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26632/2/2026

11 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----ი“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.03.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 14.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26632/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1221 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 305 777,42 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 164 026,39

ჯარიმა - 82 013,2

საურავი - 59 737,83

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა დასუფთავების, კერძოდ, მავნებლების პრევენცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 9.03.2010 წელს.

აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 225 223 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 1.01.2022 წლამდე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 938 620 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებდა 2008-2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების საფუძველზე, 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდისა და ჩასათვლელი თანხის ფორმულის მონაცემების კორექტირებამ, ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოიწვია მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2025 წლის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.01.2026 წლის №1221 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია უნებლიე შეცდომა/არცოდნით, 2017 წლის პირველი იანვრიდან გადავიდა მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალ რეჟიმზე (ე.წ. ესტონურ მოდელზე). გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო გადახდილი მოგების გადასახადის ჩანაწერის გაკეთება დანართში და შესაბამისად ჩათვლა. გამოეპარა პერიოდი, როდესაც უკვე იბეგრებოდა 2017 წლის შემდეგ მიღებული შემოსავალი, რის შედეგადაც შემცირდა გადასახდელი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდით და აქვს დებიტორული დავალიანებები არ გააჩნია საკმარისი თანხა. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას და უფლებას, რომ ეტაპობრივად გადაიხადოს მოგების გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ საწარმოს მიერ 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ შეადგინა 235 970 ლარი, ხოლო 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა შეადგენს 41 642 ლარს. 2017-2021 წლებში განაწილებული დივიდენდი შეადგენს 225 223 ლარს, რა დროსაც საწარმო ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას. შესაბამისად, 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება სრულადაა განაწილებული 1.01.2022 წლამდე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ დამფუძნებლებზე განაწილებული დივიდენდი შეადგენს 938 620 ლარს, აღნიშნულ თანხას გადასახადის გადამხდელი სრულად მიუთითებდა 2008-2016 წლების პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილების გრაფაში და სრულად ახდენდა მოგების გადასახადის ჩათვლას.

ამასთან,საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის, 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების საფუძველზე, 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდისა და ჩასათვლელი თანხის ფორმულის მონაცემების კორექტირებამ, ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გამოიწვია მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხის შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №002-168 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №1221 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);