გადაწყვეტილება №22899/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 28.05.2024
№ დოკუმენტი 22899/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22899/2/2024

28 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------ია (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ას 18.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22899/2/2024).

 

დავის საგანი:

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. გასაჩივრებული

 

გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2024 წლის №ID:22029188 შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №8979 ბრძანება.

 

პროცედურული გარემოებები

19.03.2024 წელს (ID ------) მომჩივნის მიერ, აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტმა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნებაზე უარი უთხრა გადასახადის გადამხდელს და 27.03.2024 წელს გაეგზავნა №ID:------ შესაგებელი.

აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2024 წლის №8979 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

მომჩივნის მიერ წარმოდგენილია 20.05.2024 წლის №-------/01 განცხადება (რეგ. №----) სადაც მიუთითებს, რომ №22899/2/2024 საჩივართან დაკავშირებით სადავო საკითხი მოგვარებულია, კერძოდ, დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხა. შესაბამისად, პრეტენზია არ გააჩნია და სადავო საკითხი არ არსებობს, ითხოვს აღნიშნული საკითხი დარჩეს განუხილველი.

ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

19.03.2024 წელს მომჩივნის მიერ, აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილია „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ.აუდიტის დეპარტამენტმა ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნებაზე უარი უთხრა გადასახადის გადამხდელს და 27.03.2024 წელს გაეგზავნა შესაგებელი.

აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №8979 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ა“);