ბრძანება N 16813

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2024
№ დოკუმენტი 16813
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16813

16 ივლისი 2024

ბრძანება

შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------")

(მის.: "-------")

2024 წლის 6 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივნისის და 11 ივლისის სხდომებზე (ოქმი №62 და №75) განიხილა შპს „------ -ს “ (ს/ნ "--------") 2024 წლის 6 ივნისის №90059/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №094- 14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, რომლითაც უცვლელად დარჩა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით და აცხადებს, რომ კომპანიამ ხორბალი შეიძინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებშიც დაფიქსირებული იყო, რომ მარცვლეული იყო რუსული წარმოების. გადამხდელის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულებები არ არსებობს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17853 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვის საფუძველი, კერძოდ, სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.” შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17853 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის პირველ მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 21 მაისის №094-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სადავო საკითხის შესწავლისას საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანთან და სხვა კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ხორბლის მიმწოდებელი კომპანია შპს „N1“ ხელმძღვანელი პირი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, არ არსებობს გარემოება, რაც შეცვლიდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით მიწოდებული მასალებით, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ დადგენილებით და ამავე სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტით, თუმცა საქმესთან არსებული მასალებით, შემოწმების და ასევე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრების განხილვის ეტაპზე არ დასტურდებოდა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით დღგ-ის ჩათვლის გაუქმების საკითხი. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე დადგინდა, რომ მომჩიანს მომწოდებელი კომპანიის (შპს „N1“) ხელმძღვანელი პირი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადებას ან შეძენას გასაღების ან გამოყენების მიზნით,გასაღებას ან გამოყენებას, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შპს „N1-ის“ დირექტორს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების, მათ შორის: ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------", ეა-"-------" საგადასახადო ანგარიშფაქტურების, ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისათვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჰქონდა მიღებული დღგ-ს ჩათვლა, რაც საგადასახადო შემოწმებით დაექვემდებარა გაუქმებას.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------ -ს “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, რომლითაც უცვლელად დარჩა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი არ ეთანხმება მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბის საფუძვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხის შესწავლისას საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანთან და სხვა კომპანიებთან განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებით, ხორბლის მიმწოდებელი კომპანია ,ხელმძღვანელი პირი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, არ არსებობს გარემოება, რაც შეცვლიდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებს.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).