ბრძანება N 25004
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25004
10 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა სს „---------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 9 ივნისის №98725/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №094-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა სს „-----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 9 ივნისის №98725/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №094-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას. კერძოდ, არ ეთანხმება 2012 წელს გასხვისებული ქონების სარეალიზაციო ფასის მიჩნევას ქონების საბაზრო ფასად და 2009-2012 წლებში აღნიშნულის ქონების გადასახადით დაბეგვრას საბაზრო ღირებულებით. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს მიეთითა იმ გარემოებებზე, რომელთა გამოკვლევას და შესწავლას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისთვის. კერძოდ, შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის ხელახალი განხილვის დროს და გადაწყვეტილების მიღებისას დაესაბუთებინა კონკრეტულ შემთხვევაში საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დაევალა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენა. ასევე, საბაზრო ფასის დადგენის განხორციელების მიზნით, შემოსავლების სამსახურს მიეთითა, რომ დაყრდნობოდა პირის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების პრინციპს. სასამართლოს აღნიშნული მითითებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურმა ისე განიხილა და გადაიანგარიშა საგადასახადო შემოწმების შედეგები, რომ სასამართლოს არცერთი მითითება არ გაითვალისწინა, მათ შორის არ გაითვალისწინა 2009 წლის ქონების საბაზრო ფასის დადგენის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასების დასკვნა. ამასთან, საქმეში არსებული დასკვნების შედარებით, დადგინდებოდა, რომ საოფისე ფართი 2012,53 კვ.მ შეფასების მომენტისთვის გაურემონტებელი იყო და ის განთავსებული იყო შენობის მე-5 და მე-6 სართულებზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ საგადასახადო ორგანოს არაპირდაპირ მიუთითა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის გაზიარებისკენ, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული დასკვნის გაუზიარებლობა ეწინააღმდეგება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რაც მისი უპირობო გაუქმების საფუძველია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ოდენობას. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის არსებობდა საგადასახადო დავა, რომელიც გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა სასამართლოში და ბათილად იქნა ცნობილი ქონების გადასახადის 131 269 ლარის დარიცხვის ნაწილში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 26 ნოემბრის №48962 ბრძანება, №------- საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის №3491 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საურავის დარიცხვა აღნიშნულ ნაწილში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. განმარტავს, რომ 2012 წლის 15 მაისამდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ პირს სხვაობაზე დარიცხული ქონების გადასახადის აღიარებამდე პერიოდზე ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება და იგი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. საგადასახადო კოდექსში (2010 წ.) 2012 წლის 15 მაისს განხორციელებული ცვლილებების შემდგომ საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდგნაირად: ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გადამხდელი განმარტავს, რომ არასწორად განხორციელდა საურავის დაკისრება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. სს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, --------- საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მასში აღნიშნული მითითებების შესაბამისად ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საბაზრო ფასის გამოყენების აუცილებლობის და შემდეგ 2009-2010-2011-2012 წლის ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აგვისტოს №24155 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 5 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 მაისის №--------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე დავის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემფასებელ ------------ მიერ შესრულებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა №------------, რომელის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 840 000 ლარს. იგივე ქონებაზე აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა რეალიზებული ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ, რაზეც შედგა „------------ საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაღალი სტანდარტის საიმედოობის მქონე ინფორმაციად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთ „------------“ განცხადებები. ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი/მტკიცებულება, რის მიხედვითაც 2014 წლის 21 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით სს „------------“ დარიცხული თანხები დაექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საურავის დარიცხვის მართლზომიერების დამატებით შესწავლით დადგინდა, რომ ქონების გადასახადში დარიცხვა განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის სისტემაში მიმდინარე დავის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შემფასებელ -------------- მიერ შესრულებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა №--------- რომელის მიხედვითაც უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 840 000 ლარს. იგივე ქონებაზე აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა რეალიზებული ქონების შეფასება სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ, რაზეც შედგა „დასკვნა ------------ საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ“. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 258 000 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაღალი სტანდარტის საიმედოოების მქონე ინფორმაციად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთ „------------ განცხადებები. ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან. ამასთან, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან რეალიზაციის მომენტისთვის სადავო ქონებას, მისი მდგომარეობის (სარემონტო) გათვალისწინებით, არსებითი ცვლილება არ განუცდია. ამასთან, საურავის დარიცხვის მართლზომიერების დამატებით შესწავლით დადგინდა, რომ ქონების გადასახადში დარიცხვა განხორციელებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საურავის შემცირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა დაყრდნობილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან მოწოდებულ ინფორმაციას განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაღალი სტანდარტის საიმედოობის მქონე ინფორმაციად, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესწავლით დადგინდა, რომ წარმოდგენილი დასკვნა შედგენილია გაყიდვების შედარების მეთოდით, რომლის ინფორმაციის წყაროს საფუძვლადაც მითითებულია გაზეთის განცხადებები.. ამასთან, შედარების კომპონენტად გამოყენებული ქონებების მდებარეობების ტერიტორიული არეალი მნიშვნელოვნად განსხვავებულია შესაფასებელი ქონების მდებარეობისგან.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:202(4);