გადაწყვეტილება №24358/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 27.12.2024
№ დოკუმენტი 24358/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24358/2/2024

27 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 27.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24358/2/2024).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;

2. დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის №041-38 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №758-გ ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 517 117,75 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 333 185

დღგ - 92 505

საშემოსავლო გადასახადი - 240 680

ჯარიმა - 168 808

საურავი - 15 124,75

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 24.06.2022 წლიდან 3.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2023 წლის №№041-38 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №758-გ ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

ამავე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია; დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №758-გ ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე 22.11.2023 წელს. ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 22.11.2023 წლის №758-გ ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 28.12.2023 წელს, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვალა 17.01.2024 წელს.

აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის მე-20 დღე იყო 6.02.2024 წელს, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 27.11.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციისას ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა;

2. დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.11.2023 წლის №758-გ ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე 22.11.2023 წელს. ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 22.11.2023 წლის №758-გ ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 28.12.2023 წელს, ხოლო ჩაბარებულად ჩაითვალა 17.01.2024 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადის მე-20 დღე იყო 6.02.2024 წელს, ხოლო საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 27.11.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არგუმენტები/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).