ბრძანება N 18902

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.08.2023
№ დოკუმენტი 18902
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18902

02 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--ის“ (ს/ნ ----)

(მის.: ქ---) 2023 წლის 20 და 24 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 20 იანვრის №78233/1/2023 და 24 იანვრის №11584/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №083-48 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ბანკში არსებული სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის თანხის გადახდის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომერციული ფართების შექმნა/მოწყობა და ქვეიჯარით გაცემა. აცხადებს, რომ 2006 წელს იჯარით აიღო მიწის ნაკვეთი, სადაც არანაირი პირობა არ იყო იმისა, რომ კომერციულად საინტერესო ყოფილიყო ვინმესთვის. აღნიშნავს, რომ 2007-2011 წლებში თიბისი ბანკიდან აიღო სესხი დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მოცულობის. მათ შორის იყო პირველადი სესხის გადაფარვისთვის მიმართული, რადგან საწყის ეტაპზე კომპანიას შემოსავლები არ გააჩნდა და ახალი სესხის აღებით ცდილობდა ვადამოსული სესხების გადაფარვას. აცხადებს, რომ იჯარით აღებული უძრავი ქონებისთვის კომერციული დანიშნულების ფუნქციის შეძენა გადამხდელის ვალდებულებას წარმოადგენდა და რომ არა შესაბამისი მხარდაჭერა იჯარით აღებული უძრავი ქონება კომერციულ დანიშნულებას ვერ შეიძენდა. განმარტავს, რომ საქართველოს ბანკიდან 2018 წელს აღებული სესხით (520 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) დაიფარა 2007-2011 წლეებში თიბისი ბანკში აღებული სესხის დარჩენილი ნაწილი (ნაშთი), ხოლო თიბისი ბანკიდან აღებული სესხის მიზანი/დანიშნულება იყო კომპანიის კომერციული საქმიანობის ხელშეწყობა (ქვეიჯარით გასაცემი ადგილების მოწყობა კომერციული შემოსავლების მიღებისათვის). აღნიშნავს, რომ 2019 წლის ნოემბრის თვეში ლიბერთი ბანკიდან განხორციელდა დაახლოებით 1 500 000 აშშ დოლარის აღება, საიდანაც 463 000 აშშ დოლარით დაიფარა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნაშთი, ხოლო დარჩენილი თანხა (1 000 000 აშშ დოლარი) სესხად იქნა გაცემული. 2022 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით სესხად გაცემული 1 000 000 აშშ დოლარი მსესხებელმა დააბრუნა. 2022 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით გადამხდელის სესხის ნაშთი (ძირითადი თანხა) იყო დაახლოებით 220 000 აშშ დოლარი. გადამხდელი აცხადებს, რომ 2019 წლამდე აღებული სესხის ეკონომიკური საქმიანობისათვის მიზნობრივად ან არამიზნობრივად ხარჯვის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პერიოდის ანუ 2019 წლამდე გადამხდელის დოკუმენტაციის შესწავლით, რაც ვერ განხორციელდებოდა, რადგან შემოწმების განხორციელების პერიოდში ანუ 2022 წელს, 2019 წლამდე პერიოდი ხანდაზმულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს არ აქვს ვალდებულება დოკუმენტაცია შეინახოს 3 წელზე მეტი ვადით. შესაბამისად მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი დადგენილია მხოლოდ ზეპირი მსჯელობით და მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებების სახით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25891 ბრძანების საფუძველზე შპს „---ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში გადახდილი (მათ შორის რეფინანსირებული) სასესხო და საპროცენტო ვალდებულებების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი და აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33396 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №083-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 585 025 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 283 238 ლარი, ჯარიმა 141 619 ლარი და საურავი 160 168 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ საწარმომ 2019 წლის 18 ნოემბერს აიღო სესხი ლიბერთი ბანკისგან 4 412 765 ლარი, საიდანაც 2019 წლის 19 ნოემბერს განახორციელა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 1 353 447 ლარის რეფინანსირება. დანარჩენი თანხა 2 961 351 ლარი გასცა სესხი ფიზიკურ პირზე, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის მიერ დაბეგრილია 2019 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების მოგების გადასახადის დეკლარაციებით. აღნიშნულ რეფინანსირების თარიღამდე საწარმოს სახსრებით დაფარულია 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სესხის ძირითადი თანხა 143 633 ლარი და პროცენტის თანხა 107 969 ლარი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა სესხის საჭიროება და მიზნობრიობა ვერ დგინდება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ძველი დავალიანების დასაფარად გადახდილი სესხი (მ.შ. რეფინანსირების სახით) არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ გადახდებს. გადამხდელის განმარტებით საქართველოს ბანკიდან აღებული სესხი მოხმარდა საწარმოს დამფუძნებლის უძრავი ქონების მშენებლობა/რემონტს, რომელიც იჯარით აქვს აღებული და ქვეიჯარით აქირავებს, თუმცა შემოწმების შედეგად არ დგინდება საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, ასევე არც ბუღალტრული პროგრამა ორისით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხა 1 497 080 ლარი და პროცენტი 107 970 ლარი მიეკუთვნება ხარჯს/გადახდებს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მიხედვით არ მიეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.

2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საწარმომ 2019 წლის 18 ნოემბერს აიღო სესხი ლიბერთი ბანკისგან 4 412 765 ლარი, საიდანაც 2019 წლის 19 ნოემბერს განახორციელა საქართველოს ბანკში არსებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის - 1 353 447 ლარის რეფინანსირება. აღნიშნულ რეფინანსირების თარიღამდე საწარმოს სახსრებით დაფარულია 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სესხის ძირითადი თანხა 143 633 ლარი და პროცენტის თანხა 107 969 ლარი. გადამხდელის განმარტებით საქართველოს ბანკიდან აღებული სესხი მოხმარდა საწარმოს დამფუძნებლის უძრავი ქონების მშენებლობა/რემონტს, რომელიც იჯარით აქვს აღებული და ქვეიჯარით აქირავებს, თუმცა შემოწმების შედეგად არ დგინდება საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, ასევე არც ბუღალტრული პროგრამა ორისით არ დასტურდება აღნიშნული გარემოება. ასევე, შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა გადამხდელისგან წარმოედგინა სესხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, თუმცა წარმოდგენილია მხოლოდ ახსნა-განმარტება და სესხის ხელშეკრულებები, მათ შორის 2019 წლამდე პერიოდში აღებულ სესხებზეც. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკიდან აღებული სესხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ არის წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს ბანკში არსებული სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის თანხის გადახდის განხილვა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება და შესაბამისად დაბეგვრა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ბანკში არსებული სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის თანხის გადახდის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25891 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში გადახდილი (მათ შორის რეფინანსირებული) სასესხო და საპროცენტო ვალდებულებების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი და აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33396 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №083-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 585 025 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 283 238 ლარი, ჯარიმა 141 619 ლარი და საურავი 160 168 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 96; 97; 982; 43; 491.