ბრძანება N 13482

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.06.2024
№ დოკუმენტი 13482
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13482

07 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 24 მაისის საჩივრის თაობაზე

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა ფ/პ -------- (პ/ნ ----------) №89864/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. არ ეთანხმება შემოწმებით უძრავი ქონებების რეალიზაციაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. ასევე, საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოწმებით რეალიზებულად განხილვას და დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას. მომჩივნის განმარტებით, შემმოწმებლის მიერ დამახინჯებულია ინფორმაცია, თითქოს პირი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ყიდულობდა ბინებს მშენებარე ან შავი კარკასის მდგომარებით, არემონტებდა და ახდენდა მათ მიწოდებას. პირის მიერ შეძენილი ბინების უმეტესობა შეძენის მომენტში გახლდათ თეთრი კარკასის კონდიციაში, ზოგ შემთხვევაში კი სრულად გარემონტებული და საცხოვრებელი ტექნიკითა და ავეჯით სრულად უზრუნველყოფილი. მხედველობაში არ იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ ---------- შეძენილი ბინების ნაწილი გაჩუქებული აქვს, ხოლო ბინების აბსოლუტური უმრავლესობა რეალიზებულია დროის დიდი ინტერვალით მინიმალური ფასნამატით, ან ზარალით. მტკიცება, რომ პირი დაკავებული იყო ეკონომიკური საქმიანობით და ვაჭრობდა ბინებით არასწორია. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმებით მოხდა პირის მიერ საბაჟო დეკლარაციებით შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების მიწოდებად განხილვა, რომელიც კვლავ --------- საკუთრებაშია და დღემდე განთავსებულია პირის პირადი მოხმარების საწყობში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ---------- არ იყო ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებლი მეწარმე პირი და მას არ ევალებოდა საგადასახადო აგენტის როლის შესრულება. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში მოხსენიებული ოპერაციები შინაარსით არ წარმოადგენს ჩუქებას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება, ასევე, შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს. აცხადებს, რომ თუ აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ პირი ვაჭრობდა საცხოვრებელი დანიშნულების ფართებით, მაშინ ზემოაღნიშნული ფართები წარმოადგენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს და არა ძირითად საშუალებებს, შესაბამისად, არ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ ქონებაზე გადასახადის დარიცხვა. ამასთან, ქონების გადასახადის მიზნებისთვის არ უნდა იქნეს გათვალისწინებული პირის მიერ მიღებული შემოსავლები, რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს.

4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით ფ/პ---------- (პ/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. „ფ/პ ----------- (პ/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრის დანართად წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვროს ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 56 073 ლარი, მათ შორის, გადასახადის თანხა 37 382 ლარი და ჯარიმა 18 691 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.

საბაჟოზე შეტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ფოტომასალა, არ არის წარმოდგენილი რაიმე მაიდენტიფიცირებელი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული საქონლის ფ/პ---------

-------- მიკუთვნება. ამასთან, ფოტომასალაზე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ტექნიკა მუშა მდგომარეობაშია, ხოლო კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება ეკონომიკური საქმიანობაა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს.

რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, შემოწმების პროცესში ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.

შემოწმების პროცესში ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც ფ/პ --------- (პ/ნ ----------) ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. გათვალისწინებულია საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

ქ. ------------ში მდებარე უძრავი ქონების მეუღლეზე ჩუქების ოპერაციის შემთხვევაში, საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი.

3. გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი მიღებულია საქართველოში არსებული წყაროდან, რაც დასტურდება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერითაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების მიხედვით, ფ/პ--------- დაუდგინდა 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დასკვნაზე და ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.

საბაჟოზე შეტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ფოტომასალა, არ არის წარმოდგენილი რაიმე მაიდენტიფიცირებელი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული საქონლის ფ/პ --------- მიკუთვნება. ამასთან, ფოტომასალაზე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ტექნიკა მუშა მდგომარეობაშია, ხოლო კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება ეკონომიკური საქმიანობაა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს.

რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, შემოწმების პროცესში ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად.

ქ. ---------ში მდებარე უძრავი ქონების მეუღლეზე ჩუქების ოპერაციის შემთხვევაში, საჩივართან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი მიღებულია საქართველოში არსებული წყაროდან, რაც დასტურდება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერითაც. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება განხორციელებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს ამ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ --------- (პ/ნ ---------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 12 ნოემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ფ/პ ------------, (პ/ნ ----------) 2024 წლის 24 მაისის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ---------- (პ/ნ -----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 აპრილის №081-87 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ფ/პ ----------- (პ/ნ -----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით

დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;

1. არ ეთანხმება შემოწმებით უძრავი ქონებების რეალიზაციაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადს. ასევე, საბაჟოზე შემოტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემოწმებით რეალიზებულად განხილვას და დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ფიზიკურ პირებზე უსასყიდლოდ გადაცემული ბინების საბაზრო ღირებულების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3. მომჩივანი არ ეთანხმება, ასევე, შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადს

4. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას

 

ფაქტობრივი გარემოებები

.გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი იქნა გაცვლის ხელშეკრულებები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრში ოფიციალურად რეგისტრირებულია ჩუქების ხელშეკრულებები საკუთრების უფლების გადაცემის მომენტში. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.

.საბაჟოზე შეტანილი სერვერების, კომპიუტერებისა და ანტიმაინერების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ფოტომასალა, არ არის წარმოდგენილი რაიმე მაიდენტიფიცირებელი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული საქონლის ფ/პ მიკუთვნება. ამასთან, ფოტომასალაზე ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ტექნიკა მუშა მდგომარეობაშია, ხოლო კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება ეკონომიკური საქმიანობაა და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას წარმოადგენს.

რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, შემოწმების პროცესში ბინების რეალიზაციასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც ფ/პ ინვესტირების მიზნით საქართველოში ყიდულობს ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით, არემონტებს და ყიდის მათ. გადასახადის გადამხდელის საქმიანობა განხილული იქნა ეკონომიკურ საქმიანობად.

მომჩივანს, 2020-2022 წლებში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი. აღნიშნული შემოსავალი მიღებულია საქართველოში არსებული წყაროდან, რაც დასტურდება გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერითაც. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ-ის მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 12 ნოემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 დეკემბრის №32249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ფ/პ -ის 2024 წლის 24 მაისის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №081-259 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);304(21)