N 47 - 14/02/2012 - „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 14.02.2012
№ დოკუმენტი 47
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №47

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №493 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2011, 200250000.10.003.016653) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე‑5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ‑ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებს 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ‑ის სტატუსი და 2014 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო‑სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ წესით. აღნიშნული ვადის (2014 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე