ბრძანება N 5046

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2024
№ დოკუმენტი 5046
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5046

07 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ ------------)

(მის.: -------------------------------)

2024 წლის 21 იანვრის და 2 თებერვლის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) 2024 წლის 21 იანვრის №86934/1/2024 და 2 თებერვლის №87412/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-430 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოიყენეს აუდიტორებმა არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმად სალაროდან განხორციელებული შესყიდვების 10% განიხილება გონივრულ ნაშთად და სხვა ნამეტი თანხა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად. დამატებით მიუთითებს, რომ კომპანიის პარტნიორმა კომპანიის წილი შეისყიდა 2018 წლის ბოლოს და ნასყიდობის ღირებულება იყო 1 805 011 ლარზე ბევრად ნაკლები. ამდენად, აუდიტორების მიდგომა სცდება ლოგიკასაც. ამასთან დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დავალება არ ჰქონია დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენის და პირდაპირი მითითებაა, რომ 2019 წლამდე განხორციელებულმა ოპერაციებმა (ავანსებმა) გავლენა არ უნდა იქონიოს საგადასახადო ვალდებულებებზე. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმებამ ნაცვლად დეტალების გარკვევისა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უბრალოდ შეცვალა მიდგომა, რა გზითაც, პირდაპირი მნიშვნელობით არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება. მიღებული თანხები, მობინადრეების მიერ გადახდილია შესაბამისის ხელშეკრულებების საფუძველზე, გადამხდელის მიერ იდენტიფიცირებულია ყველა ეს პირი, აუდიტორები კი თავისი „მიდგომით“ ცვლიან ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებს და მომხდარ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №31511 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №19024 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 დეკემბრის №31511 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 დეკემბრის №007-430 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 814 998 ლარს, რაც ბინის მყიდველების მიხედვით გაშიფრა გადასახადის გადამხდელმა წინა გადაანგარიშების დასკვნის შედგენის პროცესში და რომლის ნაწილიც განაშთული/შემცირებული იქნა 01.01.2019-01.04.2022 წლების ბინების საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით 2017-2018 წლებში მიღებული აქვს ავანსის სახით 3 813 843 ლარი, რაც დაფიქსირებული იყო ნაშთად 01.01.2019 წლისთვის. ვინაიდან საწარმოს მიერ 2017-2018 წლების პერიოდში დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 1 814 998 ლარი, ხანდაზმულ პერიოდში მიღებულ ავანსად შემოწმების მიერ დაფიქსირდა დღგ-ის დეკლარაციებში დაბეგრილი აღნიშნული თანხა, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში ბინების საბოლოო ნასყიდობისას მიღებულად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. კერძოდ, საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 814 998 ლარს, რაც ბინის მყიდველების მიხედვით გაშიფრა გადასახადის გადამხდელმა წინა გადაანგარიშების დასკვნის შედგენის პროცესში და რომლის ნაწილიც განაშთული/შემცირებული იქნა 01.01.2019-01.04.2022 წლების ბინების საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საწარმოს 2017-2018 წლებში მიღებული აქვს ავანსის სახით 3 813 843 ლარი, რაც დაფიქსირებული იყო ნაშთად 01.01.2019 წლისთვის. ვინაიდან საწარმოს მიერ 2017-2018 წლების პერიოდში დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 1 814 998 ლარი, ხანდაზმულ პერიოდში მიღებულ ავანსად შემოწმების მიერ დაფიქსირდა დღგ-ის დეკლარაციებში დაბეგრილი აღნიშნული თანხა, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში ბინების საბოლოო ნასყიდობისას მიღებულად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ ------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №31511 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი საჩივარი.შემოსავლების სამსახურის №31511 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 დეკემბრის №007-430 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 814 998 ლარს, რაც ბინის მყიდველების მიხედვით გაშიფრა გადასახადის გადამხდელმა წინა გადაანგარიშების დასკვნის შედგენის პროცესში და რომლის ნაწილიც განაშთული/შემცირებული იქნა 01.01.2019-01.04.2022 წლების ბინების საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას.

ამასთან,საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით 2017-2018 წლებში მიღებული აქვს ავანსის სახით 3 813 843 ლარი, რაც დაფიქსირებული იყო ნაშთად 01.01.2019 წლისთვის. ვინაიდან საწარმოს მიერ 2017-2018 წლების პერიოდში დღგ-ით დაბეგრილია მხოლოდ 1 814 998 ლარი, ხანდაზმულ პერიოდში მიღებულ ავანსად შემოწმების მიერ დაფიქსირდა დღგ-ის დეკლარაციებში დაბეგრილი აღნიშნული თანხა, ხოლო ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების დარჩენილი ნაწილი განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში ბინების საბოლოო ნასყიდობისას მიღებულად და დაიბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);