ბრძანება N 18121

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 26.07.2023
№ დოკუმენტი 18121
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 18121

26.07. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------ და --------ას (ს/ნ --------------)

(მის: ----------------------------------------)

2023 წლის 24 ივლისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა შპს ------ და --------ას (ს/ნ --------------) №82534/1/2023 საჩივარზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 ივლისის №005-12327 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №005-12543 შეტყობინებით გაუქმებულია შპს ------ და --------ას (ს/ნ --------------) ქონებაზე რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ------ და --------ას (ს/ნ --------------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის №005-12327 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №005-12543 შეტყობინებით გაუქმებულია მომჩივანის ქონებაზე რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(„დ“);