ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 30.12.2014
№ დოკუმენტი 20-91
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო

📄 სრული ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-91

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 40 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

გ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

გ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

გ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში;

ე) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 4 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – 14 000 ლარი კვარტალში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №33-96 - -ვებგვერდი,30.12.2016წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 14 ივნისის დადგენილება №41-47 - ვებგვერდი, 17.06.2024წ.

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეწტილება.

21. 2017 წლის პირველი კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 2016 წლის მე-4 კვარტალში მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადახდის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №33-96 - -ვებგვერდი,30.12.2016წ.

2.2 2017 წლის პირველ კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობასა და 2016 წლის მე-4 კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობას შორის სხვაობის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №33-96 - -ვებგვერდი,30.12.2016წ.

 

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

გიორგი ალიბეგაშვილი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე