ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მთავრობის დადგენილება 28.12.2010
№ დოკუმენტი 406
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №406

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის ად მინისტრირების მიზნით:

1. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მიწის მესაკუთრე პირთა სიები, დანართის შესაბამისად, რომელიც სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) მიწის ფართობი და მისამართი;

გ) მიწის დანიშნულება (სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ყოველი წლის 10 აპრილამდე შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ, დანართის შესაბამისად;

ბ) ინფორმაცია გასული საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებზე მისი მესაკუთრის სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

3. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ:

ა) ყოველი წლის 10 აპრილამდე – ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, დანართის შესაბამისად;

ბ) ყოველი წლის 15 თებერვლამდე – ინფორმაცია მათ მიერ შემოღებული მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 26.01.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №508 – ვებგვერდი, 19.08.2020წ.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ - მინისტრი

ნ. გილაური

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე