ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 29.06.2011
№ დოკუმენტი 3376
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 3376

29 ივნისი 2011

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ

,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობის გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმები დანართი №1-ს შესაბამისად.

 

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ჯამბულ ებანოიძე

სამსახურის უფროსი

 

დანართი №1

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1699359379755 {width: 421pt; margin-left: -0.25pt; margin: 0 auto !important; }ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზომვა

ცდომილების ნორმა

 

პირდაპირი მეთოდი

 

100 ტონამდე ნავთობპროდუქტების ნეტო მასის, ასევე ბიტუმების ნეტომასის გაზომვის ცდომილება

±0.5%

 

პლასტიკური საცხების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება

±0.3%

 

არაპირდაპირი მეთოდი

 

დინამიური მეთოდი

 

ნავთობის ბრუტო მასის გაზომვის ცდომილება

±0.25%

 

ნავთობის ნეტო მასის გაზომვის ცდომილება

±0.35%

 

ნავთობპროდუქტების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება 100 ტონიდან ზევით

±0.5%

 

100 ტონამდე ნავთობპროდუქტების და ნარჩენი ნავთობპროდუქტების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება

±0.8%

 

სტატიკური მეთოდი

 

ნავთობის, ნავთობპროდუქტების და ბიტუმების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება 100 ტონიდან ზევით

±0.5%

 

100 ტონამდე ნავთობპროდუქტების და ნარჩენი ნავთობპროდუქტების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება

±0.8%

 

ჰიდროსტატიკური მეთოდი

 

ნავთობის და ნავთობპროდუქტების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება 100 ტონიდან ზევით

±0.5%

 

100 ტონამდე ნავთობპროდუქტების და ნარჩენი ნავთობპროდუქტების ნეტო მასის გაზომვის ცდომილება

±0.8%