N 17344 - 04/07/2022 - „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 04.07.2022
№ დოკუმენტი 17344
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17344

2022 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

„ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის N 33619 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ცალკეულ შემთხვევებში მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისთვის მომსახურების გაწევის შეზღუდვის შესახებ“ შემოსავლების

სამსახურის უფროსის 2021 წლის 25 ოქტომბრის №33619 ბრძანების დანართ №1-ს („მომსახურების გაწევის ადგილზე დაინტერესებული პირისათვის შესაძღუდი მომსახურების სახეები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“– „ქ“ ქვეპუნქტები:

„უ) მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის რეგისტრაცია;

ფ) ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემის მოთხოვნის რეგისტრაცია;

ქ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნა.“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 11 ივლისიდან.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე