ბრძანება N 26494
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26494
27 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(იურიდიული მის: ----------;
ფაქტობრივი მის: ----------)
2023 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №109) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №84010/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №CB1529899 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ფუნქციონირებს რამდენიმე წელიწადის განმავლობაში და პირნათლად ასრულებს მოვალეობებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. დღეის მდგომარეობით მის მიმართ გამოყენებულია იძულებითი ღონისძიებები. ვინაიდან ყადაღის ბრძანების ჩაბარების შემდეგ მექანიკურად არ მიაქცია ყურადღება ქონების ნუსხის წარმოდგენის შესახებ შესაბამის პუნქტს, დაჯარიმებულ იქნა 400 ლარით. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ 2023 წლის 22 სექტემბერს გამოცემულ იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №049-544 ბრძანება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 25 სექტემბერს. აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ არ იქნა წარმოდგენილი №049-544 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე შედგენილ იქნა 2023 წლის 9 ოქტომბრის №CB1529899 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 10 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით შპს „----------“ (ს/ნ ----------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 5445 ლარი, საურავი 191.35 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 400 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელის განმარტებით ყადაღის ბრძანების ჩაბარების შემდეგ მექანიკურად არ მიაქცია ყურადღება ქონების ნუსხის წარმოდგენის შესახებ შესაბამის პუნქტს, დაჯარიმებულ იქნა 400 ლარით. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ 2023 წლის 22 სექტემბერს გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 25 სექტემბერს. აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე. რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივანის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე შედგენილ იქნა 2023 წლის 9 ოქტომბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის აფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 10 ოქტომბერს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1);