N 17251 - 17/07/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 17.07.2023
№ დოკუმენტი 17251
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №17251

2023 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე “ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12) მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – შემოსავლების

სამსახურის უფროსი

ლევან კაკავა

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე