ბრძანება N 19489
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19489
29 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 22 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 22 აგვისტოს №91599/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის №024-55 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს წარდგენილი უწყისების გათვალისწინებას. განმარტავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული აქვს ხელფასები სალაროდან, ნაღდი ანგარიშწორების გზით, ხოლო, ბანკის ჩარიცხვებით ხელფასის გაცემა არ ფიქსირდება, რაც დასტურდება აუდიტის დეპარატმენტის დასკვნითაც. კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა ფაქტობრივად გაცემული ხელფასების უწყისები და დასტურდება ხელფასის გაცემის ფაქტი, რაც სრულად არ იყო დეკლარირებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო შეღავათის გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და ჩათვლის მიღებასთან კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 11 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 819 ლარი, მათ შორის, გადასახადი 546 ლარი და ჯარიმა 273 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 ივლისის №024-55 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი, სალაროს ნაშთის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შპს „-------“ მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა შესწავლილი/გამოკვლეული წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოადგეინლია exel-ის ფორმატში ხელფასის უწყისები, სადაც წარმოდგენილი ინფორმაცია განსხვავებულია დეკლარირებული მონაცემებისაგან. შემოწმების პროცესში, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ხოლო ხელფასის გაცემა არ ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებში, უცვლელი დარჩა დეკლარირებული მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელი ითხოვს დეკლარირებული განაცემების კორექტირებას (გაზრდას) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად შეღავათით სარგებლობას. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულ საკითხში არ მოხდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ხოლო, 2020 წლის დეკემბრის თვეში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გამოყენებული კოვიდის შეღავათი და გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადი 254 ლარის ოდენობით.
● შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი, დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, შპს „-------“ მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა შესწავლილი/გამოკვლეული წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, 2020 წლის დეკემბრის თვეში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი, დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა exel-ის ფორმატში ხელფასის უწყისები, სადაც წარმოდგენილი ინფორმაცია განსხვავებულია დეკლარირებული მონაცემებისაგან. შემოწმების პროცესში, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ხოლო ხელფასის გაცემა არ ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებში, უცვლელი დარჩა დეკლარირებული მონაცემები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს წარდგენილი უწყისების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 თებერვლის №3364 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სალაროს ნაშთის გაანგარიშებასთან და დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით, მომჩივანის მიერ საჩივარში მოყვანილი არგუმენტები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოადგეინლია exel-ის ფორმატში ხელფასის უწყისები, სადაც წარმოდგენილი ინფორმაცია განსხვავებულია დეკლარირებული მონაცემებისაგან. შემოწმების პროცესში, რადგან გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული პროგრამა, ხოლო ხელფასის გაცემა არ ფიქსირდებოდა საბანკო ამონაწერებში, უცვლელი დარჩა დეკლარირებული მონაცემები. შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით იქნა შესწავლილი/გამოკვლეული წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)