ბრძანება N 4794
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4794
14.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის პირველი დეკემბრის და 2023 წლის 7 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის პირველი დეკემბრის №218873/01 და 2023 წლის 7 თებერვლის №21786/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №054-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშება არ განხორციელებულა. შპს „----------“ და ---------- განხორციელებულ რეისებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც შემოწმებამ დაბეგრა განმეორებით. ამასთან, როგორც შპს „----------“, ასევე შპს „----------“ არის 27 სასაქონლო ზედნადები, რომელიც წარმოადგენს ერთ რეისს და ისიც ადგილობრივ გადაზიდვას თბილისში. განმარტავს, რომ განხორციელებულია ერთი რეისი, მაგრამ რადგანაც სხვადასხვა სექციებია პროგრამა წერს რამდენიმე ზედნადებს. შესაბამისად, არარეალურია დამკვეთმა გადაიხადოს 27 რეისის თანხა. ანალოგიური შემთხვევებია სხვა ფირმებთანაც. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19245 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19245 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 19 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 8 175 ლარი, მათ შორის, გადასახადი 5 493 ლარი და ჯარიმა 2 682 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 26 ოქტომბრის №054-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საჩივარში ასახული საკითხი, რომ დასაბეგრ ბრუნვაში ასახულია არა შესამოწმებელი პერიოდის, კერძოდ, 2021 წლის ივლისის თვის შემოსავლები, არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას. შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ასახულია მხოლოდ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 30 აპრილამდე საანგაროში პერიოდის შემოსავლები. ამავე დროს გადაანგარიშებით გათვალისწინებული იქნა გადამხდელის პოზიცია იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა ხდებოდა რამდენიმე ზედნადების გამოწერა, მაგრამ ერთი გადაზიდვის განხორციელება. გადაანგარიშებით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, დაკორექტირდა (შემცირდა) სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოწმების მიერ გათვალისწინებულია გადამხდელის პოზიცია იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა ხდებოდა რამდენიმე ზედნადების გამოწერა, მაგრამ ერთი გადაზიდვის გადაზიდვის განხორციელება. შესაბამისად, შემცირდა დარიცხული თანხები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, იმ სასაქონლო ზედნადებებში, სადაც ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც კომპანიის საკუთრებაში ან/და მფლობელობაშია და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდის საფუძველი გახდა, შპს ----------, ----------, , არ ერთი არც მყიდველად და არც გამყიდველად არ ფიქსირდება, შესაბამისად, შპს ----------, ---------- სათვის და ---------- გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებებს, შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ასახულია მხოლოდ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 30 აპრილამდე საანგაროში პერიოდის შემოსავლები. ამავე დროს გადაანგარიშებით გათვალისწინებული იქნა გადამხდელის პოზიცია იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, როცა ხდებოდა რამდენიმე ზედნადების გამოწერა, მაგრამ ერთი გადაზიდვის განხორციელება. გადაანგარიშებით დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, დაკორექტირდა (შემცირდა) სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);