გადაწყვეტილება №27857/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27857/2/2026
08 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27857/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №064-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2026 წლის №14073 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 707 470.61 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 368 494.6
ჯარიმა - 184 247.5
საურავი - 154 728.51
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ნავთობით.
აუდიტის დეპარტამენტის 18.03.2025 წლის №4722 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის, 29.03.2022 წლიდან 1.02.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც მითითებულია შემდეგი:
გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე და ახდენს მის რეალიზაციას ასევე ადგილობრივ კომპანიებზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი მერყეობს 6%-დან 8%-მდე. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უნდა გააჩნდეს 1 577 478 ლარის ფულის ნაშთი.
გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი 1 577 478 ლარი (დარიცხული თანხა 1 971 848 ლარის ოდენობით) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2025 წლის №16243 ბრძანება და ამავე თარიღის №064-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.11.2025 წლის №26098/2/2025 (26.11.2025წ. 03/83650) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანება; საჩივრები, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 30.12.2025 წლის №28882 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28882 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), კერძოდ გადაანგარიშების შედეგად შემცირდა სულ 38 813 ლარი, მათ შორის გადასახადი 25 875 ლარი და 12 938 ლარი.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.05.2026 წლის №11172 ბრძანება და ამავე თარიღის №064-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 26.06.2026 წლის №14073 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით მომჩივანი ასევე ითხოვდა შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28882 ბრძანების აღსრულებას, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ დებიტორული დავალიანებების ფულის ნაშთში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28882 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კომპანიის საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა გამოცემული არ არის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია სრულად ეთანხმება 103 500 ლარის საბანკო სეიფში არსებულ თანხაზე შემცირებულ საგადასახადო ვალდებულებას და არ გააჩნია პრეტენზია.
დებიტორული დავალიანებების ფულის ნაშთში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მიუთითებდა, რომ შემოსავლების სამსახურის 30.12.2025 წლის №28882 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შესახებ დასკვნა გამოცემული არ არის.
თუმცა ასევე მითითებულია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ყოველგვარი გაურკვევლობის გამოსარიცხად, ასევე ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ წერია, შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნა გამოცემული არ არის, მიიჩნევს სწორად, რომ აღნიშნული ბრძანება გაასაჩივროს, რადგან იმ სადავო საკითხზე აღნიშნულ ბრძანებაში ნამსჯელია და არ ეთანხმება დებიტორების ნაშთის გათვალისწინებას ფულის ნაშთში და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და როგორც წინა საჩივრებში მოითხოვდა, ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან, სრულად და ჯეროვნად მოხდეს დამატებით გამოკვლევა, კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობა (ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარი) და აღნიშნულის შედეგად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირ განხილვაზე, განმარტა, რომ სადავოდ ხდის შემოსავლების სამსახურის 26.06.2026 წლის №14073 ბრძანებას, რადგან აღნიშნულ ბრძანებაში ნამსჯელია სადავო საკითხზე და არ ეთანხმება დებიტორების ნაშთის გათვალისწინებას ფულის ნაშთში, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას და როგორც წინა საჩივრებში მოითხოვდა, ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან, სრულად და ჯეროვნად მოხდეს დამატებით გამოკვლევა, კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს ევალებოდა ფულის განკარგვადი ნაშთის გაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული ფულის ნაშთის ოდენობის, კერძოდ ბანკის სეიფში არსებული 103 500 ლარის გათვალისწინება და გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული გათვალისწინებულია. საჩივარში მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანია სრულად ეთანხმება 103 500 ლარის საბანკო სეიფში არსებულ თანხაზე შემცირებულ საგადასახადო ვალდებულებას და არ გააჩნია პრეტენზია. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ნავთობით. გადასახადის გადამხდელი სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქციას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე და ახდენს მის რეალიზაციას ასევე ადგილობრივ კომპანიებზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რეალიზებული პროდუქციის საშუალო ფასნამატი მერყეობს 6%-დან 8%-მდე. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ფულის განკარგვადი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21178 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154;