ბრძანება N 8871
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8871
17 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: ---------------------------------)
2024 წლის 8 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №41) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) №22806/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №161-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. აცხადებს, რომ გაცემული თანხების დიდი ნაწილი წარმოადგენს დამფუძნებლისგან აღებული სესხის უკან დაბრუნებებს. მიუთითებს, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში დამფუძნებელმა, ------ემ სესხის სახით შპს ,,--------’’-ს მისცა თანხა 200 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სესხზე გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება (01.--.2019 წ.), სადაც მითითებული იყო, რომ სესხის დაფარვა მოხდებოდა ეტაპობრივად - საჭიროებისამებრ. გამსესხებელს (დამფუძნებელს) აღნიშნული სესხის თანხა გაჰქონდა ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით, შესაბამისად მცირდებოდა სესხის თანხაც. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოება და კომპანიიდან დამფუძნებლის მიერ გატანილი სრული თანხა დაბეგრა ხელფასის სახის განაცემად საშემოსავლო გადასახადი. ითხოვს, სესხის უკან დაბრუნების თანხებზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33957 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №161-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 7 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33957 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 5 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 36 663 ლარით, მათ შორის გადასახადი 24 442 ლარით, ხოლო ჯარიმა 12 221 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 14 მარტის №161-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულ პერიოდში საწარმოს დამფუძნებლის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით შემოტანილია 200 000 ლარი, თუმცა არ ჩანს აღნიშნული თანხის დახარჯვის მიზნობრიობა. ასევე, პარალელურად შემოწმების მიერ ჩატარებულია წინა პერიოდის ანალიზი საიდანაც დგინდება, რომ კომპანია არ საჭიროებს დამატებით სახსრებს. შესაბამისად, აღნიშნული არ ჩაითვალა სარწმუნოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33957 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი. აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, საწარმოს დამფუძნებლის მიერ საწარმოში ნაღდი ანგარიშსწორებით შეტანილი 200 000 ლარის დახარჯვის მიზნობრიობა არ იკვეთება. ასევე, წინა პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია არ საჭიროებდა დამატებით სახსრებს. შესაბამისად, გადამხდელის არგუმენტი არ ჩაითვალა სარწმუნოდ და არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ითხოვს, სესხის უკან დაბრუნების თანხებზე გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №33957 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №161-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 7 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №33957 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №161-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულ პერიოდში საწარმოს დამფუძნებლის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით შემოტანილია 200 000 ლარი, თუმცა არ ჩანს აღნიშნული თანხის დახარჯვის მიზნობრიობა. ასევე, პარალელურად შემოწმების მიერ ჩატარებულია წინა პერიოდის ანალიზი საიდანაც დგინდება, რომ კომპანია არ საჭიროებს დამატებით სახსრებს. შესაბამისად, აღნიშნული არ ჩაითვალა სარწმუნოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხის კორექტირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);