ბრძანება N 8997
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8997
26.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---------- (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------, სოფ. ----------)
(იურ. მის.: ----------, სოფ. ----------)
2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2023 წლის 24 თებერვლის №79341/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნასა და 2023 წლის პირველი თებერვლის №086-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს, კერძოდ:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ქვეყნის შიგნით განხორციელებული ტვირთის გადაზიდვების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ იგი ახორციელებს ტვირთის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო გადაზიდვებს. საწარმოს მიერ ნებისმიერი მომსახურების დროს ივსება სატრანსპორტო მომსახურების ინვოისები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. საერთაშორისო გადაზიდვის დროს, ზოგიერთი დამკვეთი საზღვრიდან მის დანიშნულ ადგილამდე წერდა შიდა გადაზიდვის ზედნადებებს (რისი აუცილებლობაც არ ჰქონდათ) და სატრანსპორტო მონაცემებში შეჰყავდათ საწარმოს ავტომობილის მონაცემები. ამდენად, მიუთითებს, რომ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები წარმოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვის დასრულებას. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადით დასაბეგრი სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებას. მიუთითებს, რომ შემმოწმებლისთვის წარდგენილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების რეალური ღირებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი თებერვლის №086-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15715 ბრძანების საფუძველზე, ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 24 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავთან დაკავშირებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საზღვრის კვეთის გათვალისწინებით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მე-2 და მე-3 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15715 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 43 030 ლარი, მათ შორის გადასახადი 28 238 ლარი, ხოლო ჯარიმა 14 792 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის პირველი თებერვლის №086-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას დამატებით წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნები, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე, რაც შემოწმებამ გაიზიარა და ხარჯის სახით 2018, 2019 და 2020 წლებზე დამატებით განისაზღვრა 145 345 ლარი. ასევე, გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე წარადგინა ინვოისი №33 და ჩგდ, რომლითაც დადასტურდა სახმელეთო გადაზიდვა და 16 072 ლარის გადახდა. შესაბამისად, გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე გამოსაქვითი ხარჯი გაეზარდა სულ 161 417 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა 2023 წლის პირველი თებერვლის №086-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწვავთან დაკავშირებული დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (საზღვრის კვეთის გათვალისწინებით), ხოლო სხვა ხარჯებთან მიმართებით გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებელმა იხელმძღვანელა გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ექსპერტიზის დასკვნებით, შედეგად, გადაანგარიშების საფუძველზე გამოსაქვითი ხარჯი გაიზარდა.
ამასთან, ქონების გადასახადთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, გამოსაქვითი ხარჯების გაზრდის შედეგად არ დადგა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 24 იანვრის საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №15715 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი თებერვლის №086-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 დეკემბრის №086-74 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების შედეგებს და ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას, კერძოდ: ქვეყნის შიგნით განხორციელებული ტვირთის გადაზიდვების საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ქონების გადასახადით დასაბეგრი სატრანსპორტო საშუალებების საბაზრო ღირებულებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა თანხა და წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ექსპერტიზის დასკვნების შედეგად, გადაანგარიშების საფუძველზე, გაიზარდა გამოსაქვითი ხარჯი, რომლის მიხედვით არ დადგა საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გადამხდელის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ზ); 304 (21)