ბრძანება N 36028 -2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 36028
18/10/2019
უცხოური საწარმოს ფილიალი ----
(მის: ---------------------------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა უცხოური საწარმოს ფილიალი ----- 2019 წლის 14 მარტის N41600/1/2019 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 07 თებერვლის N005-26 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს
2019 წლის 08 აგვისტოს და 10 ოქტომბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი N56, N71).
გადამხდელი არ ეთანხმება
თანამშრომლების ცხოვრებისთვის გაწეული სასტუმროს ხარჯების (მივლინების ხარჯი) სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად ერთობლივ შემოსავალში ასახვას და ხელფასის სახით განაცემად დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია,რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 ბრძანების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა უცხოური საწარმოს ფილიალი ----- საჩივარი, კერძოდ:
1. უცხოური საწარმოს ფილიალი ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილებით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომიდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობს შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა უცხოური საწარმოს ფილიალი ---------- მიმართ შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აღნიშნულთან დაკავშირებით 2019 წლის 05 თებერვალს გამოიცა დასკვნა, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 ბრძანებით გამოცემული გადაწყვეტილების შესაბამისად არ განხორციელდა შემმოწმებლის მიერ დარიცხული თანხების კორექტირება.
საჩივარში წარმოდგენილ პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან მიმართებაში გამოცემული დასკვნის მიხედვით ირკვევა:
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 დეკემბრის N39084 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2018 წლის 31 დეკემბერს, ბრძანებით მითითებულ ვადაში საწარმოს არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:
ა)დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანების პირველი და მე-2 მუხლების თანახმად, მივლინება არის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის გამგზავრება მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ამავე ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დაქირავებულის მივლინებისას:
ა)სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეების გამოურიცხავად;
ბ) მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და სადავო საკითხის ზეპირი მოსმენისას მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, განმარტა, რომ მივლინება არის დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურეობრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, აღნიშნულის შესაბამისად კი აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ საწარმოს თანამშრომელთა ერთადერთ მუდმივ სამუშაო ადგილს წარმოადგენს ---------- ში მშენებარე ობიექტი.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ ფილიალის მიერ თანამშრომელთა სამუშაოზე აყვანა ხდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე. ხოლო კონტრაქტების მიხედვით „დასაქმებულის“ (სპეციალისტების, მემონტაჟეების და ა.შ.) შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა ხდება საზოგადოების სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოების შესასრულებლად. დაქირავებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ადგილის განსაზღვრა ხდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში, კომპანიის მიერ კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი ვალდებულებების შესაბამისად. გადამხდელი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ -------ი მშენებარე ობიექტი დაქირავებულთათვის არ არის ერთადერთი სამუშაო ადგილი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ფილიალის თანამშრომლები -----, -----, -----, -----, ----- ამჟამად სამუშაოებს ასრულებენ ----- ში, სადაც საზოგადოება ამ ეტაპზე ახორციელებს პროექტებს. აღნიშნულ პირებზე ხელფასების გაცემის ფაქტის გადამოწმება კი შესაძლებელია, როგორც გადამხდელის პირადი პორტალის საშუალებით, ასევე უშუალოდ კომპანიაში - შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ზეპირი მოსმენისას გამართულ სხდომაზე მხარეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მივლინების ხარჯების შემცირება, რომელიც წარმოშობილია თანამშრომლების სასტუმროში ცხოვრებით და აღნიშნულის სსკ- ის 101-ე მუხლის შესაბამისად ერთობლივ შემოსავალში ასახვა, ხოლო მომსახურებაზე გადახდილი თანხების ჩათვლა ხელფასის სახით განაცემად და თანამშრომელთა ცხოვრებისათვის გაწეული სასტუმროს ხარჯების დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია, რამდენადაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაუსაბუთებელია ის გარემოება, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი ----- თანამშრომელთა ერთადერთ სამუშაო ადგილს წარმოადგენს ----- ში მშენებარე ობიექტი და დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად არ მომხდარა მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მივლინების ხარჯების ხელფასად განხილვისა და თანამშრომელთა ცხოვრებისათვის გაწეული სასტუმროს ხარჯების დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით დამატებით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის, საბაჟო და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის N31275 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N2-ის„შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის“ მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ზეპირი განხილვისას შემუშავებული პოზიცია შეთანხმებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უცხოური საწარმოს ფილიალი ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მივლინების ხარჯების ხელფასად განხილვისა და თანამშრომელთა ცხოვრებისათვის გაწეული სასტუმროს ხარჯების დღგ-ით დაბეგვრის საფუძვლით დამატებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება თანამშრომლების ცხოვრებისთვის გაწეული სასტუმროს ხარჯების (მივლინების ხარჯი) სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად ერთობლივ შემოსავალში ასახვას და ხელფასის სახით განაცემად დაბეგვრას.
გადამხდელი აღნიშნავს, რომ დაქირავებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ადგილის განსაზღვრა ხდება სამსახურებრივი დავალების ფარგლებში და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ფილიალის თანამშრომლები სამუშაოებს ასრულებენ სხვადასხვა სამუშაო ადგილზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული მივლინების ხარჯების შემცირება, რომელიც წარმოშობილია თანამშრომლების სასტუმროში ცხოვრებით და აღნიშნულის სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად ერთობლივ შემოსავალში ასახვა, ხოლო მომსახურებაზე გადახდილი თანხების ჩათვლა ხელფასის სახით განაცემად და თანამშრომელთა ცხოვრებისათვის გაწეული სასტუმროს ხარჯების დღგ-ით დაბეგვრა არამართლზომიერია, რამდენადაც დამქირავებლის ბრძანებით დაქირავებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად არ მომხდარა მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლით დამატებით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 101(3)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანება