ბრძანება N 10787
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10787
15 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“-ის (ს/ნ --------------)
(მის.: ---------------------------- )
2026 წლის 13 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) 2026 წლის 13 აპრილის №101696/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის №081-73 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ კომპანია რეგისტრირებულია 2018 წლის 15 ნოემბერს, შესაბამისად, მათ მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა 2018 წლიდან 2022 წლამდე რეალიზებული (საქონლის რეალიზაცია სრულად ხდება დოკუმენტებით და 2018-2022 წლამდე დეკლარირებული შემოსავალი იდენტურია დოკუმენტური შემოსავლის) და გადახდილი თანხების შესახებ მეორე მხარეების მიერ დადასტურებული შედარების აქტები, რითაც დადასტურდა, რომ 2022 წლის საწყისი ბუღალტრული დებიტორული დავალიანება შეადგენდა 146 214 ლარს. აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნის მიხედვით აღნიშნული მოთხოვნის ეჭქვეშ დაყენება არ მომხდარა, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის საწყისი (01.01.2022წ) დებიტორული დავალიანება 146 214 ლარია (დადასტურებულია გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტორისთვის წარდგენილი შედარების აქტებით), შესაბამისად, სარასზე ატვირთულ ანგარიშგებაში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანება არ შეესაბამება სინამდვილეს.
მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის საწყისი დებიტორული დავალიანება შეადგენს 146 214 ლარს, 2022 წლის პირველ იანვრამდე არსებული რეალიზაციიდან მიღებული თანხა მიღებულია და გახარჯულია 2022 წლის პირველ იანვრამდე, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში თანხის მიღება და გახარჯვა ვერ მოხდებოდა, ხოლო 2022 წლამდე მიღებული და გახარჯული თანხის მოძრაობის შესწავლას ჩატარებული შემოწმება არ მოიცავდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი აცხადებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში აღნიშნული მსჯელობა ლოგიკას მოკლებული და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ვინაიდან სარასზე ატვირთულ ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული საწყისი დებიტორული დავალიანება არ შეესაბამება სინამდვილეს, ითხოვს დებიტორული დავალიანების საწყისი ნაშთის განსაზღვრას შემოწმებისათვის მიწოდებული ბუღალტრული პროგრამიდან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ოქტომბრის №23737 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №081-169 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ოქტომბრის №23737 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 2 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 8 აპრილის №081-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების სახით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით, დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი შედარების აქტები, სულ - 146 214 ლარზე. ხოლო, იმავე პერიოდზე, სარასზე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით მითითებულ დებიტორული დავალიანებასა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანებას შორის სხვაობის თანხის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ გამოიკვეთა და თანხის კორექტირება/შემცირება არ მომხდარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ოქტომბრის №23737 ბრძანების შესაბამისად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების სახით გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი შედარების აქტები, სულ - 146 214 ლარზე. ხოლო იმავე პერიოდზე, სარასზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით მითითებულ დებიტორული დავალიანებასა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანებას შორის სხვაობის თანხის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარდგენილი არ არის და შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით წარმოშობილი ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განახორციელდა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებას უფლება აქვს იხელმძღვანელოს saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების მონაცემებით. გადამხდელის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დებიტორული დავალიანების საწყის ნაშთად გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება 324 118 ლარს, რომლის დაკორექტირებაც არც შემოწმების პროცესში და არც დავის წარმოების ეტაპზე არ მომხდარა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნულზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ფინანსური ანგარიშგებებით მითითებულ დებიტორული დავალიანებასა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით დებიტორული დავალიანებას შორის სხვაობის თანხის საწარმოში დ/ბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები, ასევე არ მომხდარა saras.gov.ge-ზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგების კორექტირება, შემოწმების მიერ მართლზომიერად ეთქვა უარი საგადასახადო შემოწმებით წარმოშობილი ვალდებულების დაუკორექტირებლობაზე.
ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.ითხოვს დებიტორული დავალიანების საწყისი ნაშთის განსაზღვრას შემოწმებისათვის მიწოდებული ბუღალტრული პროგრამიდან.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №23737 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №081-169 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ხოლო დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
შემოსავლების სამსახურის №23737 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 2 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №081-73 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);