გადაწყვეტილება №23700/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23700/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 13.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23700/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25636 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის №086-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14678 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 152 976,62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 74 900
დღგ - 4 065
საშემოსავლო გადასახადი - 70 835
ჯარიმა - 37 549
საურავი - 40 527,62
პროცედურული გარემოებები
სადავო დარიცხვა განხორციელებულია აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №086-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.09.2022 წლის №22979 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 15.12.2022 წლის №17845/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 5.09.2024 წლის №22979 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 16.10.2023 წლის №25636 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.05.2024 წლის №086-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14678 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის №-----21-04 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14678 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 23.07.2024 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14678 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 12.08.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 13.08.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
18.09.2024 წელს საჩივარში მითითებულ ნომერზე სატელეფონო საუბრისას პირს განემარტა გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, თუმცა მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რომელიც გახდებოდა სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 15.08.2024 წლის წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14678 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 23.07.2024 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14678 ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 12.08.2024 წელი, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 13.08.2024 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
18.09.2024 წელს საჩივარში მითითებულ ნომერზე სატელეფონო საუბრისას პირს განემარტა გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, თუმცა მომჩივანს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რომელიც გახდებოდა სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).