გადაწყვეტილება №25307/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.07.2025
№ დოკუმენტი 25307/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25307/2/2025

02 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 13.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25307/2/2025).

 

დავის საგანი:

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებისა და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №021-2025-8565 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10501 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის 2025 წლის 31 იანვრის ID: ------- განცხადების საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 31 იანვრის №021-2025-2654 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (49 997,2 ლარი) გადახდა გადავადდა 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულზე გაფორმდა 2025 წლის 31 იანვრის №2025- 1478 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა), ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №021-2025-8565 ბრძანებით, გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2025 წლის 31 იანვრის №021-2025-2654 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2025-1478 ხელშეკრულება.

„აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და “აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №021-2025-8565 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.05.2025 წლის №10501 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, 238-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64-ე მუხლზე, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა და მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, 41-ე და 51-ე მუხლებზე და ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.05.2025 წლის №10501 ბრძანება, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №021-2025-8565 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 81 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა 50 000 ლარს არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ფორმდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც აისახება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადები და პირობები. თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის №54532-21-17 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2025 წლის 31 იანვრის ID: ------- განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 31 იანვარს გამოცემულ იქნა №021-2025-2654 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც შპს „-------“-ს (ს/ნ -------) მიმართ 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (49 997,2 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. ასევე, შპს „-------“-სთან (ს/ნ -------) გაფორმდა 2025 წლის 31 იანვრის №2025-1478 ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ 2025 წლის 31 იანვრის №2025-1478 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა), 2025 წლის 8 აპრილს გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის №021-2025-8565 ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე 2025 წლის 31 იანვრის №021- 2025-2654 ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ №2025-1478 ხელშეკრულება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაირღვა 31.01.2025 წლის №2025-1478 ხელშეკრულება “აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“. კერძოდ, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ზოგად ნორმებზე და არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ არგუმენტს სადავო აქტების არამართლზომიერებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებისა და აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე. ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის 2.1.1 და 2.1.2 ქვეპუნქტების თანახმად მოვალემ იკისრა ვალდებულება არ დაარღვიოს ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო (არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის თანხა), გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება, რომლის თანახმადაც გაუქმდა საგადასახადო დავალიანების გადავადების თაობაზე ბრძანება და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(8, 9)