გადაწყვეტილება №22030/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22030/2/2024
17 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -----------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 21.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22030/2/2024).
დავის საგანი:
1. აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაკვალიფიცირება ბარტერის სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთად და გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა;
3. ბინების რეალიზაციის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება, მოგების გადასახადით დაბეგვრა, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ბინის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;
4. შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს და შემოწმებისას გაანგარიშებულ სალაროს ნაშთებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
5. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-385 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 229 428 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 689 430
დღგ - 991 518
მოგების გადასახადი - 82 853
საშემოსავლო გადასახადი - 615 059
ჯარიმა - 853 008
საურავი - 686 990
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33117 ბრძანება და №007-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 18.12.2023 წლის №20857/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 21.01.2024 წელს კვლავ წარმოადგინა №22030/2/2024 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-385 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანების თაობაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი 21.01.2024 წლის №22030/2/2024 საჩივრით ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-385 საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანებას.
ზემოაღნიშნულ სადავო აქტების თაობაზე მიღებულია საბჭოს 18.12.2023 წლის №20857/2/2023 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაკვალიფიცირება ბარტერის სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთად და გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა;
3. ბინების რეალიზაციის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება, მოგების გადასახადით დაბეგვრა, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ბინის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;
4. შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს და შემოწმებისას გაანგარიშებულ სალაროს ნაშთებს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
5. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №33117 ბრძანება და №007-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №19024 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის №19024 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №20857/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა კვლავ წარმოადგინა №22030/2/2024 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის №007-385 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანების თაობაზე.
გადაწყვეტილება
სადავო აქტების თაობაზე მიღებულია საბჭოს №20857/2/2023 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“);