ბრძანება N 5979

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.03.2023
№ დოკუმენტი 5979
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5979

27.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ.------------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 6 თებერვლის №20949/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №001-232 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის დეკლარაციებში აუსახველობისთვის მოგების გადასახადში და დღგ-ში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი ითხოვს, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე დაყრდნობით მოხდეს ანალიზი, თუ რომელი სახეობის და რა რაოდენობის საქონელი ხდება ჩამოსაწერი მთლიან იმპორტირებულ საქონელში და ამ ანალიზზე დაყრდნობით მოხდეს შემდგომ პერიოდებში იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში შესაბამისი კოეფიციენტის არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი სარეალიზაციო საქონლის ოდენობის შემცირება.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასის დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გამოყენებას. მომჩივნის განმარტებით, უდოკუმენტოდ ძირითადად ხდება დაბალი ხარისხის საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის მიერ უნდა გაანალიზდეს სხვა მსგავსი შემოწმებისას დადგენილი ხილ-ბოსტნეულის საბითუმო რეალიზაციის ფასები, ასევე შესწავლილი იქნას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციული ბაზები სასოფლო-სამეურნეო საქონლის რეალიზაციის ფასების შესახებ.

4. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალს და აღნიშნულის ხელფასად განხილვას. მომჩივანი ასევე ითხოვს, გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხა განხილული იქნას სესხად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21155 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21155 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 18 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 14 დეკემბრის №001-232 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემმოწმებლის მიერ განხორციელდა როგორც სატელეფონი კონტაქტი, ასევე ელექტრონული მიმოწერა (----------- ------) გადამხდელის წარმომადგენელთან -----------. სატელეფონო საუბრისას განმარტებული იქნა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული საკითხის შინაარსი. აღნიშნული პიროვნებისთვის აგრეთვე შეთავაზებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ვიზიტი, თუმცა მისი განმარტებით ეს დამატებით რაიმე ცვლილებას არ გამოიწვევდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით და შემდგომში გადაანგარიშებით განსაზღვრული დამატებით დარიცხული თანხები არ შეცვლილა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა როგორც სატელეფონი კონტაქტი, ასევე ელექტრონული მიმოწერა (-----------) გადამხდელის წარმომადგენელთან ----------. აღნიშნული პიროვნებისთვის აუდიტორის მიერ აგრეთვე შეთავაზებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ვიზიტი, თუმცა მისი განმარტებით ეს დამატებით რაიმე ცვლილებას არ გამოიწვევდა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, არაერთგზის შეტყობინების მიუხედავად გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოცხადდა აუდიტის დეპარტამენტში. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის დეკლარაციებში აუსახველობისთვის მოგების გადასახადში და დღგ-ში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

2.გადამხდელი ითხოვს, 2017 წლის თებერვლიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე დაყრდნობით მოხდეს ანალიზი, თუ რომელი სახეობის და რა რაოდენობის საქონელი ხდება ჩამოსაწერი მთლიან იმპორტირებულ საქონელში და ამ ანალიზზე დაყრდნობით მოხდეს შემდგომ პერიოდებში იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში შესაბამისი კოეფიციენტის არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი სარეალიზაციო საქონლის ოდენობის შემცირება.

 

3.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს და დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასის დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გამოყენებას.

 

4.გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალს და აღნიშნულის ხელფასად განხილვას. მომჩივანი ასევე ითხოვს, გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხა განხილული იქნას სესხად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემმოწმებლის მიერ განხორციელდა როგორც სატელეფონი კონტაქტი, ასევე ელექტრონული მიმოწერა

 

გადაწყვეტილება

1.საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.საჩივარში მითითებულ მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნული პიროვნებისთვის აგრეთვე შეთავაზებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში ვიზიტი, თუმცა მისი განმარტებით ეს დამატებით რაიმე ცვლილებას არ გამოიწვევდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით და შემდგომში გადაანგარიშებით განსაზღვრული დამატებით დარიცხული თანხები არ შეცვლილა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302;304