გადაწყვეტილება № 27092/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27092/2/2026
11 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- 6.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27092/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 15 იანვრის ID:----- გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 9 მარტის №5228 ბრძანება.
სადავო თანხა: 242 380.66 ლარი.
ფაქტების აღწერა
2026 წლის 13 იანვარს გადასახადის გადამხდელმა მომსახურების დეპარტამენტში წარადგინა განცხადება ID:----- და ითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 15 იანვრის ID:----- გადაწყვეტილებით, მომჩივანს ჩამოეწერა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის თარიღისთვის გადაუხდელი დავალიანება.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2026 წლის 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 9 მარტის №5228 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 309-ე მუხლებზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 15 იანვრის №----- დასკვნის საფუძველზე ჩამოწერას დაექვემდებარა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის აღიარებული, გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება. ჩამოწერას არ დაექვემდებარა 2021 წლის 1 იანვრის მერე დარიცხული გადასახადები, მიუხედავად მათი დარიცხვის სავადო თარიღებისა. აღნიშნულზე მითითებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა №035-29 გამოცემულია 2021 წლის 24 დეკემბერს და შესაბამისად, მის საფუძველზე დარიცხული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 4 ნოემბრის №34608 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის საგანი იყო 2019 წლის 25 თებერვლის №3797 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდება და აღიარების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბრის №40581 ბრძანებით მომჩივანს დაერიცხა გადასახდელი თანხები.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საგადასახადო დავალიანება დაერიცხა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ, რაც არასწორია, რადგან დავალიანება წარმოიშვა 2019 წლის პერიოდზე. კერძოდ, შემოწმების საგანი იყო 2019 წლის 25 თებერვლის №3797 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდება და აღიარების სისწორე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და დაევალოს შემოსავლების სამსახურს განახორციელოს არსებული საგადასახადო დავალიანების სრულად ჩამოწერა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლის პირველი - მეოთხე პუნქტების შესაბამისად:
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლას ექვემდებარება ყველა ფიზიკური პირი (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი), რომელსაც ერიცხება აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დროებით ბარათზე არსებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი, საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე გადატანის შემდგომ, ამავე მუხლის მე-10 პუნქტის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა პროგრამულად განხორციელებული ჩამოწერისა), საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ფიზიკური პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით (დასკვნა, ბრძანება), რისთვისაც უნდა გაიმიჯნოს ჩამოწერის მომენტში არსებულ მთლიან დავალიანებაში 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის აღიარებული, გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილი დავალიანებისგან.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 7.04.2026 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ 13.01.2026 წელს წარდგენილია გადასახადის გადამხდელის განცხადება ID:----- საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. მეწარმის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ 1.01.2021 წლის მდგომარეობით, შედარების აქტის მიხედვით, დავალიანება არ ერიცხება, ვინაიდან 20.08.2019 წლის №------ სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა 348 273.34 ლარი და №------ოქმით შეფარდებული ჯარიმა 70 221.91 ლარი აღრიცხული იყო დროებითი აღრიცხვის ბარათზე როგორც არაღიარებული დავალიანება. 28.07.2020 წელს №------ ოქმით დაკისრებული ჯარიმა შემცირებულია 86 738.49 ლარით. აღნიშნული დავალიანება აღიარებულია 8.01.2026 წელს. 1.01.2021 წლის მდგომარეობით, ნაერთი ინფორმაციით (აღიარებული და არაღიარებული ვალდებულების ნაერთი), ერიცხება დავალიანება: ჯარიმა - 327 392.95 ლარი და საურავი - 426.83 ლარი. 15.01.2026 წელს შედგენილია დასკვნა №------, რომლის საფუძველზე მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩამოეწერა 2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის თარიღისთვის გადაუხდელი დავალიანება: ჯარიმა - 327 392.95 ლარი და საურავი - 426.83 ლარი, რის შესახებ ეცნობა 15.01.2026 წლის ID:37112561 წერილით. ჩამოწერას არ დაექვემდებარა 1.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება/გადახდა). ჩამოწერას არ დაექვემდებარა 1.01.2021 წლის შემდეგ დეკლარაციების საფუძველზე დარიცხული გადაუხდელი და დამატებით დარიცხული გადაუხდელი გადასახადები. 1.01.2021 წლის შემდეგ დამატებით დარიცხულია: 5.11.2021 წელს დაწყებულია საგადასახადო შემოწმება, რომელიც შეეხო 1.02.2019 - 1.11.2021 წლის პერიოდს. 24.12.2021 წლის №----- საგადასახადო მოთხოვნით სულ დარიცხულია 228 891.77 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 131 091 ლარი (დღგ - 112 364.00 ლარი 17.08.2020 წლის სავადო თარიღით, საშემოსავლო გადასახადი - 18 727 ლარი 31.07.2020 წლის სავადო თარიღით), ჯარიმა - 65 546 ლარი, საურავი - 32 254.77 ლარი; 17.11.2021 წლის №----- ოქმით დარიცხულია ჯარიმა 100 ლარი; 23.06.2023 წლის №------ ოქმით დაკისრებულია ჯარიმა 5.85 ლარი; 23.06.2023 წლის №----- ოქმით შეფარდებულია ჯარიმა 70 ლარი; 23.06.2023 წლის №036-1408 ოქმით დარიცხულია ჯარიმა 2.57 ლარი. 01.01.2021 წლის შემდეგ ასევე აღდგენილია წინა პერიოდებში დაფარული ჯარიმა 1 506.45 ლარი. შედეგად, მომჩივანს 15.01.2026 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 242 380.66 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 99 926.23 ლარი, ჯარიმა - 67 230.87 ლარი, საურავი - 75 223.56 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა მომსახურების დეპარტამენტში წარადგინა განცხადება და ითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მომჩივანს ჩამოეწერა პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლამდე წარმოშობილი და ჩამოწერის თარიღისთვის გადაუხდელი დავალიანება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. 2026 წლის 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში რომელმაც 2026 წლის 9 მარტის №5228 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2026 წლის 13 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 9 მარტის №5228 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;252;