ბრძანება N 16844
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16844
17 ივლისი 2024
ბრძანება
ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2024 წლის 11 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა ი/მ "-------" -ს (ს/ნ "-------") №90666/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივნისის №006-334 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობას. აცხადებს, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი მიღება-ჩაბარების აქტებით (გადასახადის გადამხდელსა და იმ დროინდელ გარემოს დაცვის სააგენტოს შორის) ნათლად ჩანს, რომ N 100513 ლიცენზიის ფარგლებში დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის თითქმის სრული ოდენობა (19 900 მ 3 ) მოპოვებულ იქნა 2012-2013 წლებში და ამ ლიცენზიით გამოყოფილი ოდენობიდან (20 000 მ 3 ), 2013 წლიდან ამ ლიცენზიის ვადის გასვლამდე, 2019 წლის პირველ ივნისამდე, დარჩენილი იყო მხოლოდ 100 მ 3 . მიიჩნევს, რომ შემმოწმებელს მოსაკრებელი უნდა დაერიცხა მხოლოდ 100 მ 3 -ზე და არა ყოველწლიური დადგენილი გეგმის მიხედვით 2018-2019 წლებზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33426 ბრძანებით ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. ი/მ "-------"-ს(ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. №1001139 ლიცენზიის გასხვისებასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და ლიცენზიის გასხვისების და ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების მიხედვით ახალი ათვისების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გასხვისებამდე პერიოდზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხული მოსაკრებელი დაუქვემდებაროს შემცირებას ფაქტობრივად მოპოვებული რესურსების გათვალისწინებით;
3. №100513 და №1001139 ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ლიცენზიებით (№100513 და №1001139) გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთის დადგენის მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33426 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 28 913 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 775 ლარი, ჯარიმა 9 138 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 ივნისის №006-334 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია/დოკუმენტაცია ი/მ "-------"-ს სახელზე რიცხული ბუნებრივი რესურსების მოპოვების №1001139 და №100513 ლიცენზიებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრა 0.7 ლარით ბუნებრივი რესურსის 1 მ 3 ოდენობაზე. ამასთან, დგინდება, რომ №1001139 ლიცენზიის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოპოვებული აქვს მხოლოდ 5 025 მ3 მოცულობის საშენი მასალა, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული ათვისების გეგმით, 2018 წელს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ 3 -ს, ხოლო 2019 წლის პირველი ივნისის ჩათვლით პერიოდზე მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ 3-ს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოთხოვილ იქნა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია/დოკუმენტაცია ი/მ "-------"-ს სახელზე რიცხული ბუნებრივი რესურსების მოპოვების №1001139 და №100513 ლიცენზიებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრა 0.7 ლარით ბუნებრივი რესურსის 1 მ 3 ოდენობაზე. ამასთან, დგინდება, რომ №1001139 ლიცენზიის ფარგლებში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოპოვებული აქვს მხოლოდ 5 025 მ 3 მოცულობის საშენი მასალა, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული ათვისების გეგმით, 2018 წელს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ 3 -ს, ხოლო 2019 წლის პირველი ივნისის ჩათვლით პერიოდზე მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ 3 -ს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ N100513 ლიცენზიის ფარგლებში დადგენილი სასარგებლო წიაღისეულის თითქმის სრული ოდენობა (19 900 მ 3 ) მოპოვებულ იქნა 2012-2013 წლებში, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდამდე და გეგმის მიხედვით არ უნდა მოხდეს თანხების დარიცხვა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო გარემოება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია/დოკუმენტაცია მომჩივანის სახელზე რიცხული ბუნებრივი რესურსების მოპოვების №1001139 და №100513 ლიცენზიებთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრა 0.7 ლარით ბუნებრივი რესურსის 1 მ 3 ოდენობაზე. ამასთან, დგინდება, რომ №1001139 ლიცენზიის ფარგლებში გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოპოვებული აქვს მხოლოდ 5 025 მ 3 მოცულობის საშენი მასალა, ხოლო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №100513 ლიცენზიით გათვალისწინებული ათვისების გეგმით, 2018 წელს მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ 3 -ს, ხოლო 2019 წლის პირველი ივნისის ჩათვლით პერიოდზე მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა შეადგენს 2 156,25 მ 3 -ს. განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).