ბრძანება N 8989

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8989
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8989

25.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------;

2022 წლის 28 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებაში

ცვლილების შეტანის თაობაზე

შემოვსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 3 აპრილის №---------- განცხადება, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 28 სექტემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

„2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ინვენტარიზაციის შედეგების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების ფარგლებში, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისისა და აღურიცხველი საქონლის თაობაზე საჩივარში აღნიშნული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს გადაამოწმოს ერთი და იგივე საქონელი ხომ არაა ჩართული როგორც აღურიცხავად, ისე დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეესტრში და აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში ურთიერთგადაფარვის შედეგად უზრუნველყოს ინვენტარიზაციის შედეგების, ასევე, დაკისრებული სანქციის კორექტირება;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების შედგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს უზრუნველყოს ნაშთების შესაბამისი კორექტირება და ბუღალტრულსა და ფაქტობრივ ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის დაზუსტება. ამასთან, დაევალოს გამოვლენილი სხვაობა მიწოდებულად განიხილოს სრულ შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. ხოლო, რეალიზებულ პროდუქციაზე გავრცელებული ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის №36942 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგენილი მონაცემებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე კი დოკუმენტური ფასნამატით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებას მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 20 მარტს, ხოლო განცხადება ვადის გაგრძელების თაობაზე წარმოადგინა 2023 წლის 03 აპრილს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კერძოდ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, შპს „----------“ (ს/ნ ----------) აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებით განსაზღვრული ვადის გაგრძელებას.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანებაში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კერძოდ, გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისთვის სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულებების წარდგენის ვადა განესაზღვროს ამ ბრძანების ჩაბარების დღიდან 15 კალენდარული დღე.