ბრძანება N 17112
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17112
29 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 15 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 22 ივლისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ ----) 2026 წლის 15 ივლისის №103443/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 10 ივლისის №--- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2025 წლის ოქტომბრის თვეში შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა 2025 წლის 7 ნოემბერს, ხოლო დადასტურება მოხდა 2025 წლის 29 დეკემბერს. ოქტომბრის დღგ-ს დეკლარაცია კომპანიის მიერ გადაგზავნილ იქნა 2025 წლის 6 ნოემბერს. აღნიშნული ფაქტურა კი შეცდომით აიტვირთა 2025 წლის დეკემბრის დეკლარაციაზე. განმარტავს, რომ დარღვევა გამოწვეული იყო კომპანიის შეცდომით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10071 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა შპს „-----“-ის (ს/ნ ----) საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 10 ივლისის №15528 ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 26 419 ლარი, მათ შორის გადასახადი 16 433 ლარი, ჯარიმა 8 216 ლარი, საურავი 1 770 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით შპს “----“ (ს/ნ ----) როგორც საგადასახადო, ისე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2025 წლის 19 მაისი. მისი საქმიანობის სახეა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს “----“-მა (ს/ნ ----) მომსახურება გაუწია შპს „-----“ (ს/ნ -----), რაზეც გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა. კერძოდ, 2025 წლის ოქტომბერში შპს „-----“ (ს/ნ -----) გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 124 121 ლარის ოდენობით, რომელიც არ აქვს ასახული იმავე თვის დღგ-ის დასაბეგრ ბაზაში. გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა რომ 2025 წლის აგვისტოში გამოწერილი აქვს ---- ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანხა შეადგენს 118 000 ლარს და რომელსაც ნაშთავს შესრულებული სამუშაოს აქტიდან გადახდილი თანხების პროპორციულად (გათვალისწინებულია შესამოწმებელ პერიოდზეც). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ 2025 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე მიღებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურების გამომწერი და მიმღები კომპანიების ახსნა-განმარტებები, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით მიღებულ მონაცემებს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ გადამხდელი საგადასახადო და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია და ახორციელებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელმა მიმღებ მხარეს გაუწია მომსახურება, რის საფუძველზეც გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა ასახული არ იყო შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დასაბეგრ ბაზაში. დადგინდა, რომ წინა პერიოდში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულება ნაშთდებოდა შესრულებული სამუშაოს აქტიდან გადახდილი თანხების პროპორციულად, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმებისას შესწავლილ იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, აგრეთვე მიღებულ იქნა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის შედეგადაც გამოვლინდა შეუსაბამობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:275;