ბრძანება N 13525

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.06.2026
№ დოკუმენტი 13525
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13525

19 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 8 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 17 ივნისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 8 ივნისის №102750/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 ივნისის №001-119 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შპს „-------“ მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა საბაზრო ფასი სადავო 2 ბინასა და ერთი კომერციულ ფართზე, რომელთაგანაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ კომერციული ფართის ნაწილი, ხოლო ბინების ნაწილი უგულებელყოფილ იქნა. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების მიხედვით შემოწმებას სრულად, სამივე ფართის ნაწილში, ჰქონდა დავალებული საბაზრო ფასის განსაზღვრა შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით. ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7777 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7777 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 5 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „-------“ (ს/ნ -------) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 41 252 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 500 ლარით და ჯარიმა 13 752 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 8 ივნისის №001-119 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „-------“ მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილია შპს „-------“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შესაფასებელი კომერციული ფართის ღირებულება განსაზღვრულია 2020 და 2021 წლების მდგომარეობით და დადგენილია 134 000 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, 33 200 აშშ დოლარით შემცირდა შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება, ხოლო ნასყიდობის დღეს არსებული ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით სხვაობამ შეადგინა 91 031 ლარი. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით და მოგების გადასახადით დასაბეგრი მონაცემები შემცირება 77 145 ლარით (91 031/1,18). შედეგად, პირს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც 2020 და 2021 წლების მდგომარეობით, კომერციული ფართის ღირებულება განისაზღვრა 134 000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, 33 200 აშშ დოლარით შემცირდა შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება, ხოლო ნასყიდობის დღეს არსებული ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით სხვაობამ შეადგინა 91 031 ლარი, რამაც გამოიწვია დღგ-ით და მოგების გადასახადით დასაბეგრი მონაცემების და შესაბამისად დარიცხული თანხების შემცირება.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2026 წლის 3 აპრილის №7777 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული კომერციული ფართის საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხის შესწავლა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 3 აპრილის №7777 ბრძანების აღსრულება განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც 2020 და 2021 წლების მდგომარეობით. შესაბამისად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება, ხოლო ნასყიდობის დღეს არსებული ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით შემცირდა დღგ-ს და მოგების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)