გადაწყვეტილება №24325/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24325/2/2024
23 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 22.11.2024 და 7.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24325/2/2024; №24408/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №081-216 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2024 წლის №24688 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 298 786.95 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 173 491
დღგ - 35 140
მოგების გადასახადი - 3 465
საშემოსავლო გადასახადი - 130 968
ქონების გადასახადი - 3 918
ჯარიმა - 82 776
საურავი - 42 519.95
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2023 წლის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჯამური ღირებულებით 216 355.5 ლარი. შემოწმების პროცესში ამ კომპანიისგან სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც მოხდებოდა ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვა მიღებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №32054 ბრძანება და 20.12.2023 წლის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 22 და 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
პირველ სადავო საკითხთან (არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევლა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-4 სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობა) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება, არ დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.06.2024 წლის №22443/2/2024 (რეგ. 27.06.2024წ. 03/49404) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება და საჩივრები დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნია, რომ მომჩივანმა 2024 წლის 30 აგვისტოს და 12 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანების აღსრულების მოთხოვნით საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 17.09.2024 წლის №20460 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კომპანიის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანების აღსრულება, დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 და 17.09.2024 წლის №20460 ბრძანებების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 5.11.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის №23805 ბრძანება და ამავე თარიღის №081-216 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2024 წლის 8 და 21 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.11.2024 წლის №24688 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 21.11.2024 წელს 13:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია საჩივრების განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ შპს „--------“ და შპს „---------“ შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულ იქნა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად გადასახადის გადამხდელმა თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამდენად, მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ აუდიტის დეპარტამენტმა ფორმალურად აღასრულა გადაწყვეტილება და გაუგებარი მიზეზის გამო, რომელიც ისედაც იყო ცნობილი დავის ყველა ეტაპზე უცვლელად დატოვა დარიცხული თანხები. კერძოდ, საწარმოს 2020 წლის იანვარსა და თებერვლის თვეში შპს „---------“ მიღებული აქვს 2 ავანსის ანგარიშ-ფაქტურა 216 355.5 ლარის ღირებულების. საწარმოს მიერ გადახდილია ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხები, აღნიშნულს შემმოწმებელი ადასტურებს, შესაბამისად, გაუგებარია შემმოწმებლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ კომპანიას არ აქვს ჩათვლის უფლება იმ ავანსის ანგარიშფაქტურებზე, რომლებიც მიმწოდებელს აქვს დაბეგრილი ანუ შემმოწმებლის ლოგიკით გამოდის, რომ შპს „--------“ არ უნდა დაებეგრა ავანსის ფაქტურები? ბუნებრივია უნდა დაებეგრა და შპს „-----------“ უნდა ჩაეთვალა, ხოლო მხარეებს შორის თუ არსებობს დავა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ა.შ., და თუ კომპანია ითხოვს ზიანის მიღებას ეს ვერანაირად ვერ იქნება საფუძველი 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეში შპს „----------“ გამოწერილი და დაბეგრილი ავანსის ანგარიშფაქტურების არ ჩათვლის.
საჩივარს ერთვის სასამართლოში წარმოებული საქმის მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო მომსახურება იყო გაწეული ნაკლოვანებით/ხარვეზით, სწორედ აღნიშნულის გამო მხარეთა მიერ გაფორმდა მორიგების აქტი (იხ. 24.02.2020 წლის მორიგების აქტის მე-2 და მე-3 პუნქტები). შესაბამისად, არასწორია და ფაქტობრივ გარემოებას მოკლებულია შემმოწმებლის მითითება, რომ მომსახურებას საერთოდ არ ჰქონდა ადგილი, შესაბამისად სრულიად უკანონოა შემმოწმებლის მიერ სადავო ანგარიშფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება, როგორც აღინიშნა 24.02.2020 წლის მორიგების აქტის მე-3 პუნქტით იმპერატიულად დასტურდება შპს „-----------“ მომსახურების გაწევა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 5.11.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ შპს „----------“ და შპს „-----------“ შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულია, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად შპს „-----------“ თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. შემოწმების შედეგად მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემმოწმებლის ლოგიკით გამოდის, რომ შპს „-------------“ არ უნდა დაებეგრა ავანსის ფაქტურები, ბუნებრივია უნდა დაებეგრა და შპს „-----------“ უნდა ჩაეთვალა, ხოლო მხარეებს შორის თუ არსებობს დავა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ა.შ., და თუ კომპანია ითხოვს ზიანის მიღებას, ეს ვერ იქნება საფუძველი 2020 წლის იანვრის და თებერვლის თვეში შპს „-----------“ გამოწერილი და დაბეგრილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების არ ჩათვლის. საჩივარს ერთვის სასამართლოში წარმოებული საქმის მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ სადავო მომსახურება იყო გაწეული ნაკლოვანებით/ხარვეზით, სწორედ აღნიშნულის გამო მხარეთა მიერ გაფორმდა მორიგების აქტი. შესაბამისად, არასწორია და ფაქტობრივ გარემოებას მოკლებულია შემმოწმებლის მითითება, რომ მომსახურებას საერთოდ არ ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, სრულიად უკანონოა შემმოწმებლის მიერ სადავო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანომ განმარტა, რომ შემოწმება მოიცავდა 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდებს, აღსანიშნია, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში და ორჯერ არის დაჯარიმებული ინფორმაციის წარუდგენლობაზე, საბანკო ამონაწერებიც კი სასამართლოს გზით არის გამოთხოვილი. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლით, სადავო საკითხზე დადგინდა, რომ კომპანია მომსახურებას უწევდა შპს „-----------“, მისთვის მომსახურების გასაწევად დაიქირავა შპს „-----------“, რომელსაც სამჯერ გადაუხადა ავანსის თანხა, ერთი არაშესამოწმებელ პერიოდში 2019 წლის დეკემბერში და ორი გადახდა დაფიქსირებულია 2020 წლის იანვარსა და თებერვალში. აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა, ამდენად არ დასტურდებოდა თანხის გადახდა. ხსენებულ ოპერაციაზე ბუღალტერმა ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა სალაროს გასავლის ორდერი არ წარადგინა. ამასთან, ავანსის ანგარიშფაქტურები არ იყო განაშთული, საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა არ იყო გამოწერილი. შპს „----------“ დაბეგრა აღნიშნული ოპერაცია, თუმცა თანხა დღემდე არ არის გადახდილი ბიუჯეტში, ამასთან ბაზაში 2019 წლის ივნისის თვიდან აღარ უფიქსირდება საქმიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ საფუძვლით რომ რეალურად ან ნაწილობრივ მაინც, შესრულდა თუ არა მომსახურება და რეალურად გადახდილია თუ არა თანხა, ვერ დასტურდება, რის გამოც განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. მომჩივანი წარმოადგენს ვალის აღიარების აქტს, რომლითაც მისი თქმით დასტურდება შპს ---------- თანხის გადახდა და სამუშაოს შესრულება. აღსანიშნია, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან შპს ------------- არ შეასრულა სამუშაოები სთხოვს თანხის უკან დაბრუნებას. თუმცა, ავანსის ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებული არ არის. კომპანიის ბუღალტერთან, იმაზეც იყო საუბარი, რომ თუ სამუშაოები ნაწილობრივ შესრულდა, გამიჯნულიყო რა ნაწილი იყო შესრულებული, თუმცა ინფორმაცია არ არის წარდგენილა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ შპს „-----------“ და შპს „------------“ შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულ იქნა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად გადასახადის გადამხდელმა თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამდენად, შემოწმებით მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც დადგინა, რომ მომჩივანსა და სხვა შპს-ს შორის დადებული ხელშეკრულება მომსახურების შესახებ გაუქმებულ იქნა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო. კომპანია ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად გადასახადის გადამხდელმა თავად დაიქირავა მუშახელი და შეასრულა გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ამდენად, შემოწმებით მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ იქნა გათვალისწინებული ჩასათვლელ დღგ-ის თანხებში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.07.2024 წლის №16666 ბრძანება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(1)