ბრძანება N 44502-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.12.2019
№ დოკუმენტი 44502-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 44502

18/12/2019

შპს --------------------

(მის: -----------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- N46798/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 სექტემბრის N006-835 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 1 ნოემბრის (ოქმი N78) და 13 დეკემბრის (ოქმი N90) სხდომებზე.

წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, გადამხდელი ითხოვს N006-835 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:

არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დამატებით გადასახდელად განსაზღვრულ თანხას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 თებერვლის N3129 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 25 სექტემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 25 სექტემბრის ბრძანება N33208 და N006-835 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 318 690,25 ლარი, მათ შორის, გადასახადი 762 029 ლარი, ჯარიმა 398 644 ლარი, საურავი 158 017,25 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ:

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს - 0 ლარს.

სსკ-ის 201-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით „ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია –მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.“ აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით 2017 წელს ქონების გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა - 768 272 ლარი, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

სსკ-ის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადამხდელს წარდგენილი აქვს 2017 წლის ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, ხოლო შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი ბაზა ამ პერიოდზე შეადგენს 768 272 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადამხდელის მიერ შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი ქონების გადასახადის თანხა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერადაა განსაზღვრული დამატებითი გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- 2019 წლის 22 ოქტომბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დამატებით გადასახდელად განსაზღვრულ თანხას და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ: გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2017 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შეადგენს - 0 ლარს. სსკ-ის 201-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით შემოწმებით 2017 წელს ქონების გადასახადით დასაბეგრმა ბაზამ შეადგინა - 768 272 ლარი, რაზეც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართლზომიერადაა განსაზღვრული დამატებითი გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. შესაბამისად, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1); 202(1); 275