გადაწყვეტილება №22129/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 22129/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22129/2/2024

02 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 1.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22129/2/2024).

 

დავის საგანი:

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის ID:---------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №283 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს და განმეორებით 2023 წლის 27 ნოემბერს წარდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. 2023 წლის 16 ოქტომბრის №---------- განაცხადთან დაკავშირებით, 20 ოქტომბერს უფლებამოსილი ოფიცრის მიერ განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია კომპანიის ბუღალტერთან, რა დროსაც დადგინდა საწარმოს საქმიანობის სფერო (ფერადი ლითონების მოპოვება), რაზეც მიეწოდა შესაბამისი ლიცენზია.

გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებს ასევე აქვთ დაფუძნებული 19 კომპანია, რომელთაგან 7 კომპანიას - 1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 2 079 350,27 ლარი; 2. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 1 932 030,76 ლარი; 3. შპს „----------“ (ს/ნ - ----------) – 552 769,35 ლარი; 4. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 80 360,09 ლარი; 5. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 51 069,16 ლარი; 6. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 35 502,67 ლარი; 7. შპს „----------“ (ს/ნ ----------) – 24 020,95 ლარი - ბიუჯეტის წინაშე გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 25 ოქტომბერს საწარმოს მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი. ასევე, 27 ნოემბრის №---------- განცხადების პასუხად 2023 წლის 11 დეკემბერს მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 11 დეკემბრის ID:---------- გადაწყვეტილება 2023 წლის 18 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №283 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველ, მე-2 მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნეს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1999 წლიდან საწარმოს დამფუძნებელმა ----------, ---------- დაიწყო სამშენებლო საქმიანობა. კერძოდ, დააფუძნა კომპანია „----------.“ აღნიშნული კომპანიის მიერ განხორციელდა ---------- და ---------- სხვადასხვა სახის ობიექტების მშენებლობა, რომელთა შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს დანართის სახით. 2008 წლის ---------- ომის შემდგომ ---------- აღარ ჰქონდა სურვილი ---------- დარჩენის და დაბრუნდა საქართველოში. გაუმართლა, რომ შპს „----------“-ს დამფუძნებელი, ---------- იცნობდა მის სამშენებლო საქმიანობის ისტორიას ----------, მარტივად გააფორმეს ხელშეკრულება და ---------- ტერიტორიაზე დაიწო სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა (----------, 97 000 კვ.მ.), რომლის კონცეპტუალური პროექტის ავტორი იყო ამერიკელი არქიტექტორი ----------. აღნიშნული პროექტი იყო იმ დროისათვის მოცულობით ყველაზე დიდი სამშენებლო ობიექტი საქართველოში. მშენებლობის დაწყებიდან 3 თვეში, ---------- ხელი მოაწერა შპს „----------“- თან, რომლის დამფუძნებელი გახლდათ ასევე ----------. ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო სასტუმრო კომპლექსის, კერძოდ, ---------- მშენებლობა ----------. ორივე ობიექტის მშენებლობა დასრულდა 11 თვეში. ---------- მშენებლობის დასრულებამდე, იუსტიციის სამინისტროდან და საქართველოს გენერალური პროკურატურიდან სამშენებლო ობიექტზე მივიდნენ შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები, ითხოვეს ობიექტის დათვალიერება და გამოხატეს აღტაცება მშენებლობის ტემპითა და ხარისხით. ამის შემდგომ ---------- ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ---------- პროკურატურაში და აჩვენეს ---------- იუსტიციის სახლის კონცეპტუალური პროექტი და პროექტის რენდერები, რომლის ავტორი იყო ცნობილი იტალიელი არქიტექტორი ----------. პროექტის რენდერი შეადგენდა სულ 5 ფოტო რენდერს. არ არსებობდა არც სამუშაო პროექტი, არც სამშენებლო მასალების უწყისი, მაგრამ ჰქონდათ ჩამოყალიბებული ბიუჯეტი ამ მშენებლობისთვის. ულტიმატუმის ტონით უთხრეს, რომ უნდა დაეწყო ამ პროექტის მშენებლობა. დამფუძნებელს დაუსახელეს მშენებლობის ბიუჯეტი. ბიუჯეტის ოდენობით იყო შოკირებული, ვინაიდან როგორ ჰქონდათ დათვლილი სამუშაო პროექტის არარსებობის პირობებში, მისთვის სრულიად გაუგებარი იყო. უთხრეს, რომ თუ 3 დღეში არ დაიწყებდა მუშაობას, არ დაამონტაჟებდა სამშენებლო ამწეს, დაემუქრნენ თავისუფლების აღკვეთით, აღძრეს საქმე მამამისის მიერ ---------- შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. ეს იყო დაშინების პირველი შემთხვევა და უთხრეს, რომ თუ ეს მისთვის გაკვეთილი არ იქნებოდა, დაიჭერდნენ. აღნიშნული მიწა შეძენილ იქნა მამის მიერ, ---------- დამფუძნებლის ბიზნეს საქმიანობიდან მიღებული და გამოგზავნილი თანხებით. ერთი დღის განმავლობაში, რამდენიმეჯერ გადაყიდული მიწის ნაკვეთი, დათმობის შეთანხმების საფუძველზე კვლავ დააბრუნეს მამის სახელზე, რომლის შესახებ ინფორმაციას წარმოადენს დანართის სახით, სადაც იკვეთება აღნიშნული გარემოებები. დღევანდელი საბაზრო ღირებულება ამ მიწისა შეადგენს 2 000 000 ლარს, მდებარეობს ----------, ზღვის ნაპირზე. მშენებლობა დააწყებინეს იძულებით. სამშენებლო კონტრაქტი დაიდო 3 თვის შემდეგ, სამუშაოების საწყის ეტაპს ახორციელებდა კომპანიის სახსრებით, ხოლო თანხების ჩარიცხვა დაიწყეს 3 თვის შემდეგ. ---------- იუსტიციის სახლი იყო პირველი იუსტიციის სახლი საქართველოში, რომელიც დასრულებულ იქნა 9 თვე-ნახევარში. კერძოდ, მოპირკეთების სამუშაოები, 6800 კვ. მ. შენობაში შესრულებულ იქნა 2 თვესა და 14 დღეში, რაც წარმოუდგენლად მცირე დროა აღნიშნული სამუშაოების ხარისხიანად განსახორციელებლად და ერთდროულად კეთდებოდა იატაკის, კედლების და ჭერის მოწყობა, დიდი სამუშაო რესურსის მობილიზებით, რადგან პრეზიდენტს ჰქონდა გადაწყვეტილი იუსტიციის სახლი გახსნილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. აღნიშნულის გამო, მოპირკეთების სამუშაოები ვერ იქნა შესრულებული ხარისხიანად და მოუწიათ გახსნის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი სამუშაოებისა და არსებული ხარვეზების გამოსასწორებელი სამუშაოების განხორიცელება, მაგრამ თანხა გადახდილ იქნა მხოლოდ 1 შესრულებული სამუშაოსი. აქედან გამომდინარე, საწარმო იღებდა არნახულ ზარალს. საგარანტიო პერიოდი აღნიშნულ ობიექტზე შეადგენდა 1 წელს და აღნიშნული პერიოდი უკვე იყო გასული. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გადაიღეს სარეკლამო კლიპი, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი იყო ---------- ცეკვა დაბლივი ნაწილის, კერძოდ, რეესტრის ჭერზე, რაც იყო მოწყობილი არაექსლუატირებადი სენდვიჩ პანელებით. კლიპის გადაღებისას ცეკვავდა ---------- ანსამბლი 50 კაცის შემადგენლობით, რის გამოც მოირყა ჭერის მდგრადობა და რის გამოც ჩავიდა წვიმა რეესტრის ტერიტორიაზე. სენდვიჩ პანელების ჩამკეტების თავიდან მოწყობა და ჰიდროიზოლაციის თავიდან მოწყობა დაჯდა 177 000 ევრო, რომელიც კომპანიის სახსრებით იქნა გაღებული. აღნიშნული თანხების ანაზღაურება არ მომხდარა იუსტიციის სამინისტროს მიერ. შენობის გარე განათება, დენის ჩაჭრის და აღდგენის შემდეგ, დანიშნულზე მაღალი ძაბვით მიწოდებისას გადაიწვა. აღნიშნულის აღდგენაც განხორციელდა საწარმოს სახსრებით და არ მომხდარა ანაზღაურება. იუსტიციის სახლის მშენებლობის დასრულებამდე, დამფუძნებელს იძულებით დააწყებინეს ---------- იუსტიციის სახლის მშენებლობა. რა თქმა უნდა, ისევ არარეალურ ვადებში და სხვადასხვა სამუშაოების მრავალჯერადი, განმეორებით შესრულებით, რაზეც არ ხდებოდა არანაირი დამატებითი თანხის ანაზღაურება. აღნიშნული პროექტის დასრულებამდე დამფუძნებელს დააწყებინეს ---------- პროკურორთა გადამზადების ტრენინგ ცენტრის მშენებლობა, 48 ნომრიანი სასტუმროთი, ღია აუზით, რომელიც დასრულდა 2012 წლის 27 სექტემბერს. შეცვალეს შენობის ფასადის მოპირკეთების მასალები და ---------- საწარმოს ხარჯებით თვითმფრინავის კარგოთი ---------- ჩამოატანინეს ფასადის მასალები, რადგან გახსნა უნდა მომხდარიყო დათქმულ ვადაში, რაც თავისთავად, არ ანაზღაურებულა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. საწარმოს მიერ შესრულდა კონტრაქტში არარსებული სხვადასხვა სამუშაო, რომელთა ღირებულება შეადგენდა მილიონ ლარზე მეტს. როდესაც დამფუძნებელმა მოითხოვა ეს თანხები, უარი უთხრეს, იმ საფუძვლით, რომ ბიუჯეტში აღნიშნული თანხები არ იყო მითითებული. სამუშაოების შესრულებას კი კომპანია ადასტურებდა სამხარაულის ეროვნული ექპერტიზის ბიუროს დასკვნით. ყოველთვიური ანაზღაურება ხდებოდა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე. განმეორებითი სამუშაოების და კონტრაქტში გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულებით კომპანიამ მიიღო 3 მილიონ ლარზე მეტი ზარალი. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ჰქონდა სერიოზული გამოცდილება და ისტორია სამშენებლო საქმიანობაში, როგორც საზღვარგარეთ, ისევე საქართველოში, მიღებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 2012 წლის შემდეგ კომპანიის მიერ აღარ განხორციელებულა სამშენებლო სამუშაოები. ყოველი ობიექტი: კემპინსკი, კასტელო მარე, ---------- და ---------- იუსტიცის სახლები, ---------- ტრენინგ ცენტრი შესრულებულია უმაღლესი ხარისხით და არის სანიმუშო შენობები. ერთად ერთი მანუგეშებელი ფაქტორი არის ის, რომ ეს ყველაფერი დამფუძნებელმა გააკეთა თავის ქვეყანაში და თავისი ქვეყნისთვის. „----------.“-ის საწყისი საგადასახადო ვალდებულება, სადაც ---------- ფლობს 50% წილს, ძირი თანხა იყო 278 901 ლარი, რომელიც წარმოიშვა 2015 წელს. საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის საფუძველი იყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. სამშენებლო საქმიანობიდან გამომდინარე, საწარმოს დარჩენილი ჰქონდა დასაქმებულ პირებზე გასაცემი ხელფასები, რომელთა გაცემაც დამფუძნებელმა მოახდინა 2015 წელს, პირადი სახსრებით, რის საფუძველზეც საწარმომ წარადგინა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და აღნიშნულის საფუძველზე წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულებები. 2009-2010-2011 წლებში საწარმო იყო ოქროს სიაში შემავალი კომპანია, რის საფუძველზეც საბაჟო მომსახურებას კომპანია გადიოდა სამშენებლო ობიექტზე და არა საბაჟო ტერიტორიაზე. 2009-2010 წლებში საქართველოში არ ხდებოდა ხარისხიანი ცემენტის წარმოება, რის გამოც ---------- 27 000 ტონა ცემენტი იქნა შემოტანილი „----------“ და 11 000 ტონა სამშენებლო „არმატურა“, ---------- კომპანია „----------“. 2011 წლიდან, მას შემდეგ რაც დაიწყო ხარისხიანი ცემენტისა და არმატურის წარმოება, დაწყებულ იქნა ადგილობრივი ცემენტის და არმატურის შეძენა. დანართის სახით წარმოადგენს „----------.“-ის შედარების აქტებს წლების მიხედვით. შპს „----------“-ში ---------- არის 15%-იანი წილის მფლობელი. 2014 წელს კომპანიამ მიიღო P (პროგნოზული) კატეგორიის წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. აღნიშნული კატეგორია გულისხმობს იმას, რომ საწყის ეტაპზე არ იყო დაძებნილი სასარგებლო წიაღისეული და სრულებით ლიცენზიანტის რისკს წარმოადგენს რესურსის აღმოჩენა. მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, ქვა ვერ იქნა მოძიებული და შესაბამისად, არ აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე ქვის რესურსი. P კატეგორიის ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, როდესაც უცნობია აღმოჩნდება თუ არა სასარგებლო წიაღისეული, საწარმო ვალდებულია წარადგინოს ათვისების სავარაუდო წლიური გეგმა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობაში ხარვეზს. მიუხედავად ამისა, საწარმოს მიერ კეთილსინდისიერად ხორციელდებოდა ათვისების ნულოვანი გეგმის წარდგენა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქვა ვერ იქნა მოძიებული, საგადასახადო ორგანომ ათვისების სავარაუდო გეგმის მიხედვით მაინც დაარიცხა საწარმოს გადასახადი. საწარმოს არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია და არ წარუდგენია არანაირი დეკლარაცია, არ მომხდარა არცერთი კუბის რეალიზაცია და არ მიუღია არცერთი თეთრი თანხა. შპს ---------- - ---------- ზონის გამაგრებას ახორციელებდა ---------- კომპანია ----------. შპს ---------- აღნიშნულ კომპანიას აწვდიდა ქვის ლოდებს, ნაპირის გამაგრებისათვის. კომპანიას საგადასახდო დავალიანება ჰქონდა 190 000 ლარი. იმისათვის, რომ საქმიანობა გაეგრძელებინა, გარანტიად იქნა ჩადებული დამფუძნებლის ოჯახისა და პირადი საკუთრება, მიწის ნაკვეთი, რომელიც იმ მომენტში შეფასებულ იქნა 300 000 ლარად. რეალიზაციამდე შეფასებულ იქნა 240 000 ლარად და აუქციონის საფუძველზე რეალიზებულ იქნა 55 000 ლარად. კომპანიამ ვეღარ გააგრძელა კონტრაქტი, ვინაიდან კარიერიდან ვერ იქნა მოპოვებული შესაბამისი სიდიდის ქვის ლოდი. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს მიადგა ზიანი. ხოლო სახელმწიფოს მიერ რეალიზებულ იქნა შესაბამისი მიწის ნაკვეთი და თანხა მიექცა სახელმწიფო ბიუჯეტში. სხვა დანარჩენ კომპანიებშიც ---------- პროცენტული მონაწილეობა იყო მცირე. იმ პერიოდისათვის, როდესაც ხდებოდა ნაპირის გამაგრება, ---------- შეხვდა საქართველოს ნაპირ გამაგრების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და ინჟინრებს და შემთხვევით ნახა კომუნისტების დროს განხორციელებული ---------- სიღრმის კვლევების დოკუმენტაცია, რომელიც ჩატარდა 25 წლის წინ, ----------, ---------- ტერიტორიაზე. ნაპირიდან ერთ კილომეტრში სიღრმე წარმოადგენდა 7-ნახევარ მეტრს. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს გააჩნდა ლიცენზირებული კარიერი, ამ დროს დამფუძნებელს დაებადა იდეა, რომ იქნებოდა მომგებიანი და საინტერესო აღნიშნულ აკვატორიაში ხელოვნური კუნძულების და ნახევარკუნძულების მოწყობა. მრავალი წელი იძიებდა ინფორმაციას ტალღების დატვირთვაზე, ზღვის მიმოქცევის მონაცემების შესწავლაზე, გადიოდა კონსულტაციებს უცხოურ კომპანიებთან, მათ შორის, ---------- კომპანიასთან „----------“-სთან, რომელმაც ----------, რიზეში ზღვის აკვატორიის შევსებით, ააშენა აეროპორტი. აღნიშნული ტერიტორიაზე 100 წლის განმავლობაში, ---------- პორტის საქმიანობიდან გამომდინარე, უწყვეტად მიმდინარეობდა ნავთობპროდუქტების ნარჩენების დალექვა, რის გამოც შესაბამისი ზღვის ქვეშა ტერიტორია არის დაბინძურებული და ფლორისა და ფაუნისათვის გამოუდეგარი. აქედან გამომდინარე, ---------- მიიჩნია, რომ აღნიშნული ტერიტორიის ათვისება გამოსადეგი იქნებოდა იმისათვის, რომ მოწყობილიყო ხელოვნური კუნძულები და ნახევარკუნძულები. პირადად ---------- ძალისხმევით მოძიებულ იქნა პროექტის შემსრულებელი საერთაშორისო კომპანია „----------“. 5 წელი ამუშავებდა ამ პროექტს. ამის შემდეგ, დამფუძნებელი ეძებდა ინვესტორს პროექტის განსახორციელებლად და 2 წლის წინ მიაღწია შეთანხმებას ამბასადორი ჯგუფთან პროექტის ინვესტირებასთან დაკავშირებით. ერთად დააფუძნეს კომპანია შპს „----------“, რომლის 18% წილი ეკუთვნის ----------, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ---------- გახლავთ. პროექტის შემქმნელი და იდეის ავტორი გახლავთ ----------, რაც დასტურდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის დეპონირების დამადასტურებელი N9025 მოწმობით. ზღვის შევსების მსგავსი პროექტები რაოდენობით 10-ს არ აღემატება, ხოლო ქართული პროექტი მე-7ა სიდიდით მსოფლიოში ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების პროექტებს შორის. მისი მოცულობა შეადგენს 94 ჰექტარს და შედგება 2 ნახევარკუნძულისა და 1 ღუზის ფორმის კუნძულისგან. მიწის ზედა ნაწილის მშენებლობების მოცულობა შეადგენს 2 მილიონ 300 ათას კვადრატამდე მულტი ფუნქციურ შენობა-ნაგებობებს. კუნძულის მოწყობა დაჯდება დაახლოებით 300 მილიონ დოლარამდე. მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იქნება 500-მდე საქართველოს მოქალაქე. მიწის ზედა ნაწილის დასრულების შემდეგ დასაქმდება რამდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე. გადასახადების მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი გახდება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოს ეკონომიკისათვის. ---------- საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა მშენებლობა, თუმცა ---------- მაშინდელი მთავრობის დავალებით 2010 წლიდან მოუწია ქვის კარიერების სექტორში შესვლა, რადგან უნდა დაემზადებინა ---------- ქუჩების დასაგებად დაბრუშჩატებული ბუნებრივი ქვის ფილები, რითაც დაგებულია ძველი ---------- ქუჩების ძირითადი ნაწილი. 2012 წლის შემდეგ, რადგან დაიკარგა მოთხოვნა აღნიშნული ფილების მიმართ, მის მიერ დაფუძნებული კომპანიები დარჩა ფუნქციის გარეშე. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია და ქვის მოპოვების საფუძველზე აღმოჩენილ იქნა, რომ ქვის შემადგენლობაში და მიწის ქანებში შედიოდა ოქროსა და ფერადი ლითონის შემცველობა. არქივიდან მოიპოვა მასალები, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ კომუნისტების პერიოდში აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ოქრო და ფერადი ლითონები. ვინაიდან აქ საჭირო იყო დიდი გამოცდილება და მოძიებული რესურსის შემდეგ სწორი განკარგვა და პროქტის რეალიზება, ---------- მიერ მოძიებულ იქნა კომპანია „----------“ და გააფორმეს წინარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიყიდა შპს „----------“ წილის 50% მას შემდეგ, რაც გასწევენ ყველა ხარჯს მინერალურის რესურსების შესწავლა-მოკვლევისთვის. ეს არის კომპანია, რომელმაც შეასრულა ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოში, კერძოდ, ---------- ჰესების კასკადი, რომლის საშუალო ღირებულება შეადგენდა 500 მილიონ დოლარს. ამ ეტაპზე მიდის აქტიური შესწავლა, სხვადასხვა დახრილობით წარმოებს ბირთვული ბურღვები კერნული ნიმუშების ამოღებით, რომელიც იგზავნება ფრანგულ საერთაშორისო ლიცენზირებულ კომპანია „----------“ ---------- ფილიალში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის ოქროსა და ფერადი ლითონების შემცველობა არის იმ მიწის ქანებში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა წინასწარი გეოლოგიური გათვლებით, მოლოდინია რომ აღმოჩენილ იქნება საინტერესო ოდენობა. ამ ეტაპზე, სრული რისკის საფუძველზე ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები, თუმცა მოლოდინი არის მაღალი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ---------- აპირებს მსგავსი სამუშაოების განხორციელებას სხვადასხვა წიაღისეულზე (მათ შორის, ინდუსტრიულ მოხმარების თიხებზე და სხვა კრისტალურ წარმონაქმნებზე) და საქმიანობა ნაწილობრივ დაწყებულია. აღნიშნულის შედეგადაც მოხდება საქართველოს მოქალაქეები დასაქმება, შეიქმნება სხვადასხვა წარმოების ხაზი და გაიზრდება ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ოდენობა. 2012 წლამდე ---------- ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო დღეს ახორციელებს ისეთ სამუშაოებს, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ამ ეტაპზე კაპიტალის დაბანდებას, რაც შეიცავს მაღალ რისკს, თუმცა შედეგს გამოიღებს 3-4 წლის შემდეგ და გახდება საქართველოს ერთ-ერთი დიდი შემოსავლის წყარო. შპს „----------“ დაფუძნებულია 2019 წლის 12 აპრილს. საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება „სხვა ფერადი ლითნების მადნების მოპოვების“ ლიცენზიის შესაბამისად. ლიცენზია №---------- გაცემულია 2019 წლის 1 აგვისტოს. მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე საწარმო ახორციელებს როგორც ბურღვით, ასევე ---------- (----------) კოდექსის შესაბამისად, წიაღისეულის მარაგების დასკვნის მომზადებას, რომელიც თავის მხრივ დააკმაყოფილებს მინერალური რესურსების სააგენტოს მოთხოვნებს. აღნიშნული სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „----------“-თან (ს/ნ ----------). ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებლის - შპს „----------“-ის მიერ დაიწყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ანუ სამუშაოების წარმოება, რის საფუძველზეც შპს „----------“ მიერ ავანსის სახით გადახდილ იქნა 223 200 ლარი, 2023 წლის 19 სექტემბერს, რაზეც გამოწერილ იქნა ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ავ----------). მიმდინარე სამუშაოების შესახებ რეპორტები იხილეთ მე-7 დანართში. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის გამო საწარმოს შეზღუდული აქვს ანგარიშფაქტურის, ნავთობპროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების უფლება, საწარმო სრულად ვერ ახორციელებს ზემოთ აღწერილ სამუშაოებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საწარმოს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მოეხსნას ზემოაღნიშნული შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ საქართველოში ძალიან დაღალეს, დამფუძნებელი იყო და კვლავ იქნება პროდუქტიული შეასრულოს ისეთი პროექტები, რომელიც საქართველოსთვის იყოს შემოსავლის დიდი წყარო. ნაწილი პროექტების განხორციელება დაწყებულია უკვე, კერძოდ, კუნძულის მშენებლობისთვის ზღვის აკვატორიაში 3.5 ჰექტარი მიწა შევსებულია უკვე ამბასადორი ბათუმი აილენდის მიერ. ასევე, კომპანიის მიერ აქტიურად და ყოველდღიურად ხორციელდება ბურღვითი სამუშაოები. დაბურღულია უკვე დიდი რაოდენობით ქანები 50-100 მეტრზე და ჭაბურღილების საერთო რაოდენობა იქნება 3 კილომეტრ-ნახევარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს და განმეორებით 2023 წლის 27 ნოემბერს წარდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. მომჩივნის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებლებს ასევე დაფუძნებული აქვთ 19 კომპანია, რომელთაგან 7 კომპანიას ბიუჯეტის წინაშე გააჩნია საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წლის 25 ოქტომბერს საწარმოს მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი. ასევე, 2023 წლის 27 ნოემბრის განცხადების პასუხად 2023 წლის 11 დეკემბერს მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს და განმეორებით 2023 წლის 27 ნოემბერს წარმოდგენილი იქნა განცხადება კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ.

2023 წლის 16 ოქტომბრის განაცხადთან დაკავშირებით 20 ოქტომბერს უფლებამოსილი ოფიცრის მიერ განხორციელდა სატელელეფონო კომუნიკაცია კომპანიის ბუღალტერთან, რა დროსაც დადგინდა კომპანიის საქმიანობის სფერო - ფერადი ლითონების მოპოვება, რაზეც მიეწოდა შესაბამისი ლიცენზია.

გადასახადის გადამხდელის მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლებს ასევე აქვთ დაფუძნებული 19 კომპანია, რომელთაგან 7 კომპანიას ბიუჯეტის წინაშე გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის 25 ოქტომბერს კომპანის მიენიჭა არაკვალიფიციური სტატუსი, ასევე 27 ნოემბრის განცხადების პასუხად 2023 წლის 11 დეკემბერს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: