გადაწყვეტილება №18567/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18567/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18567/2/2022

2.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------- (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 28.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18567/2/2022).

 

დავის საგანი:

შემოსავლების 7.04.2022 წლის №8670 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის №068-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30927 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 106 310 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 71 813

დღგ - 18 937

საშემოსავლო გადასახადი - 52 876

ჯარიმა - 19 988

საურავი - 14 509

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №6775 ბრძანებით განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 19 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემობებით:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 9 მარტის №6775 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 187 834.81 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. რაზეც მომჩივანი 2020 წლის 30 დეკემბრის №CB1120061 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა 18 783 ლარით.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია და 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს არ მოუხდენია ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ის დეკლარაციაში და შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად 159 182 ლარით (აღმოჩენილი დანაკლისის თანხით დღგ-ის გარეშე) გაიზარდა გადამხდელის 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 30 ნოემბრის №36940 ბრძანება და №068-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი სადავო საკითხის (ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის ოდენობის შესწავლა) შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანების აღსრულების შედეგად 19.10.2022 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10685 ბრძანების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით, ნაცვლად 187 834 ლარისა, შეადგინა 124 138 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშებას დაექვემდებარა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები (საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 19 ნოემბერს). კერძოდ, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი და 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 53 980 ლარით. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. შედეგად, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 30 769 ლარით, მათ შორის გადასახადი 20 512 ლარით, ხოლო ჯარიმა 10 257 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 28 ოქტომბრის №068-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30927 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტმა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30927 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 79-ე მუხლით, მე-80 მუხლით პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 145-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტმა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8670 ბრძანების აღსრულების შედეგად 19.10.2022 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10685 ბრძანების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად სმფ-ების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით, ნაცვლად 187 834 ლარისა, შეადგინა 124 138 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშებას ექვემდებარება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესაბამის საანგარიშო პერიოდში მიწოდებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები (საგადასახადო შემოწმების აქტი შედგენილია 2021 წლის 19 ნოემბერს). კერძოდ, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული 2020 წლის ერთობლივი შემოსავალი და 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 53 980 ლარით. შესაბამისად, შემცირებას დაექვემდებარა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. შედეგად, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 30 769 ლარით, მათ შორის გადასახადი 20 512 ლარით, ხოლო ჯარიმა 10 257 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 28 ოქტომბრის №068-18 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30927 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია. აუდიტის დეპარტამენტმა საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №30927 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.